გაბრიელ ჟეზუსი
გაბრიელ ფერნანდუ დე ჟეზუსი (პორტ. Gabriel Fernando de Jesus; დ. 3 აპრილი, 1997), ცნობილი როგორც გაბრიელ ჟეზუსი — ბრაზილიელი ფეხბურთელი. „არსენალისა“ და ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გაბრიელ ფერნანდუ დე ჟეზუსი | ||
დაბადების თარიღი | 3 აპრილი, 1997 | ||
დაბადების ადგილი | სან-პაულუ, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | არსენალი | ||
ნომერი | 9 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2013–2015 | პალმეირასი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2015–2017 | პალმეირასი | 67 | (21) |
2017–2022 | მანჩესტერ სიტი | 159 | (58) |
2022– | არსენალი | 46 | (15) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2015 | ბრაზილია 20 | 6 | (1) |
2015– | ბრაზილია 23 | 11 | (5) |
2016– | ბრაზილია | 64 | (19) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 31 მარტი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 21 ოქტომბერი, 2024 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჟეზუსმა კარიერა „პალმეირასში“ დაიწყო. 2015 წელს დასახელდა ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ახალწვეულად (დებიუტანტად). ამავე წელს ჟეზუსი დაეხმარა გუნდს ბრაზილიის თასის მოპოვებაში და დასახელდა გუნდის სეზონის მოთამაშედ. ამავე სეზონში გუნდა 22 წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა ჩემპიონატის მოგება. 2017 წლის იანვარში 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჟეზუსი „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა, და გუნდთან ერთად სამჯერ პრემიერლიგა (2017–18, 2018–19, 2020–21), ოთხჯერ ინგლისის ლიგის თასი (2017-18, 2018-19, 2019-20 და 2020-21), ინგლისის ასოციაციის თასი (2019) და ორჯერ ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი (2018, 2019).
ახალგაზრულდ ნაკრებთან ერთად მოახერხა 2015 წლის მსოფლიო 20 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ფინალში გასვლა. 2016 წელს ბრაზილიის 23 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად მოიგო ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.[1] ჟეზუსის დებიუტი ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რიგებში მისი დებიუტი 2016 წლის სექტემბერში შედგა. 2018 წელს ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე,[2] 2019 წელს კი ნაკრებთან ერთად „კოპა ამერიკა“ მოიგო.[3]
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ბრაზილიის სერია A: 2016
- ბრაზილიის თასი: 2015
- პრემიერ ლიგა (4): 2017–18, 2018–19, 2020–21, 2021–22
- ინგლისის ლიგის თასი (4): 2017–18, 2018–19, 2019–20, 2020–21
- ინგლისის ასოციაციის თასი (1): 2019
- ინგლისის სუპერთასი (2): 2018, 2019
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი: 2020–21
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გაბრიელ ჟეზუსი — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Marché, Patrick. (13 July 2016) Brazil's two Gabriels set to light up Rio 2016 Olympic football tournament. International Olympic Committee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 17 July 2016
- ↑ Brazil Announce 23-man World Cup Squad. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-07. ციტირების თარიღი: 2021-04-29.
- ↑ Brazil 3 Peru 1: Brazil seals ninth Copa America title as Jesus sees red.