გაბრიელ ოჩოპენტრეს ძე
გაბრიელ ოჩოპენტრეს ძე — X საუკუნის II ნახევრის ქართველი სამხედრო მოღვაწე, დავით III დიდის (კურაპალატის) სარდალი. მეთაურობდა 998 წელს ტაოს ასაოხრებლად წამოსულ ადარბადაგანის ამირა მამლანისა და სხვა ამირების შეერთებული ლაშქრის წინააღმდეგ გაგზავნილ ტაოელთა მხედრობას. მოხსენიებული ჰყავს XI საუკუნის სომეხ ისტორიკოს ასოლიკს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 608.