სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოკიელი.

გაბრიელ იოსების ძე გოკიელი (დ. 1869, ახალციხე — გ. 18 თებერვალი, 1958, ქუთაისი) — ქართველი ექიმი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1898 წელს. მუშაობა დაიწყო მოსკოვის თერაპიულ კლინიკაში, 1901 წლიდან გარდაცვალებამდე კი მოღვაწეობდა ქუთაისში. იყო საქართველოში ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობის ერთ–ერთი პიონერი; მისი თაოსნობითა და ნაწილობრივ მისივე სახსრებით ქუთაისში აგრონომიულ ტექნიკუმთან აშენდა ამბულატორია და რამდენიმე საწოლიანი საავადმყოფო, სადაც უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ ტექნიკუმის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, აგრეთვე ქუთაისის დრამატული თეატრის მსახიობებს. იკვლევდა ქართველი ხალხის მედიცინის ისტორიის საკითხებს, აბასთუმნის საკურორტო ფაქტორებს; აქვეყნებდა სამეცნიერო–პოპულარულ წერილებს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება