გაბოროტებული მკვდრები

„გაბოროტებული მკვდრები“ (ინგლ. The Evil Dead) — 1981 წლის ზებუნებრივი საშინელებათა ფილმი, რომლის რეჟისორია სემ რეიმი, რომელიც ბრიუს კემპბელთან ერთად, აგრეთვე ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერიცაა. მონაწილეობენ ბრიუს კემპბელი, ელენ სენდვაისი და ბესტი ბეიკერი.

„გაბოროტებული მკვდრები“

ფილმის პოსტერი
რეჟისორი სემ რეიმი
პროდიუსერი რობერტ ტაპერტი
სცენარის ავტორი სემ რაიმი
როლებში
მუსიკა ჯოსეფ ლოდუკა
ოპერატორი ტიმ ფილო
მონტაჟი ედნა რუთ პოლი
მწარმოებელი კომპანია Renaissance Pictures
დისტრიბუტორი New Line Cinema
გამოსვლის თარიღი
  • 15 ოქტომბერი, 1981 (1981-10-15) (პრემიერა)[1]
  • 17 იანვარი, 1983 (1983-01-17) (აშშ)
ხანგრძლივობა 85 წუთი[2]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 350,000–400,000 აშშ დოლარი[3][4]
შემოსავალი 2.4 მილიონი აშშ დოლარი (აშშ)[5][6]

ფილმში მოთხრობილია ხუთი სტუდენტის ამბავი, რომლებიც დასასვენებლად მიემგზავრებიან ტყეში მიტოვებულ ხის სახლში. მას შემდეგ, რაც ისინი აღმოაჩენენ აუდიოფირს, რომელიც ათავისუფლებს დემონებს, მათ სულებს შეიპყრობენ დემონები, რასაც მოჰყვება ქაოსი. სემ რეიმმა და მსახიობთა ჯგუფმა გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი-პროტოტიპი სახელად „ტყეში“,[7] რათა აღეძრათ ინტერესი პოტენციური ინვესტორებისთვის,[8][9] რომლებაც რეიმის გამოუყვეს 90,000 აშშ დოლარი „გაბოროტებული მკვდრების“ გადასაღებად. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა მორისტაუნში (ტენესი) მდებარე განცალკევებულ კაბინაში. გადაღების პროცესი მეტად რთული და არაკომფროტული აღმოჩნდა მსახიობთა და გადამღებთა ჯგუფისათვის.[10]

მოკლებიუჯეტიანი საშინელებათა ფილმით დაინტერესდა პროდიუსერი ირვინ შაპირო, რომლის დახმარებითაც „გაბოროტებული მკვდრები“ ნაჩვენები იქნა კანის კინოფესტივალზე 1982 წელს.[11][12] საშინელებათა ჟანრის მწერალმა სტივენ კინგმა მაღალი შეფასებები მისცა ფილმს[12] და დაარწმუნა კომპანია New Line Cinema გამხდარიყო ფილმის დისტრიბუტორი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა აშშ-ში მხოლოდ 2.4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ქვეყნის გარეთ ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად, რომლის შემოსავალმა 27 მილიონი დოლარი შეადგინა, მსოფლიოს მასშტაბით — 29.4 მილიონი.[13] კრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასებები მისცეს ფილმს. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმის მთლიანი რეიტინგია 95%.[14] „გაბოროტებული მკვდრები“ იქცა საკულტო კლასიკად[13][15][16] და დასახელდა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო საშინელებათა ფილმად.[17][18][19][13][20] მისმა წარმატებამ საფუძველი ჩაუყარა სემ რეიმისა და ბრიუს კემპბელის რამდენიმე წლიან წარმატებულ თანამშრომლობას.[21] მათი თანამშროლობის ერთ-ერთი მაგალითია „ადამიანი ობობას“ ტრილოგია.[21]

„გაბოროტებული მკვდრები“ იქცა მედია-ფრენჩაიზად. პირველ ნაწილს მოჰყვა ორი გაგრძელება „გაბოროტებული მკვდრები II“ (1987) და „ბნელეთის არმია“ (1992), ისევე როგორც ვიდეო თამაშები, კომიქსები და ტელესერიალი. ფილმის პროტაგონისტი ეშ უილიამსი მიჩნეულია საკულტო პერსონაჟად. 2013 წელს გამოვიდა სერიის მეოთხე ფილმი „გაბოროტებული მკვდრები“, რომელიც ორიგინალი ფილმის რიმეიკი და ამასთანავე გაგრძელებაცაა. ფილმის პროდიუსერები არიან რეიმი, კემპბელი და რობერტ ტაპერტი. 2015 წელს გამოვიდა ტელესერიალი სახელწოდებით „ეში გაბოროტებული მკვდრების წინააღმდეგ“.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Thurman, Trace. (2016-10-2016) "Join Us" in Celebrating the 35th Anniversary of The Evil Dead!. Bloody Disgusting. ციტირების თარიღი: 2018-08-21.
  2. THE EVIL DEAD (X) (!). British Board of Film Classification (1982-10-04). ციტირების თარიღი: 2013-03-28.
  3. Gettell, Oliver (2013-04-05). 'Evil Dead': Blood-soaked remake scares up mixed reviews“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2015-07-10.
  4. Collins, Andrew. EMPIRE ESSAY: Evil Dead II. Empire. ციტირების თარიღი: 2015-07-10.
  5. The Evil Dead (1983) – Box Office Mojo.
  6. The Evil Dead (1983) – International Box Office Results – Box Office Mojo.
  7. Lamberson (2008), p. 84
  8. Campbell (2002), p. 66
  9. Becker (2002), p. 64
  10. Campbell (2002), pp. 96–98
  11. Egan (2011), p. 24
  12. 12.0 12.1 R. Collings (2008), p. 26
  13. 13.0 13.1 13.2 Egan (2011), pp. 26–28
  14. The Evil Dead. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 2012-05-07.
  15. Campbell (2002), p. 319
  16. Lavery (2009), pp. 217–218
  17. Staff. The 100 best horror films. Time Out. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-29. ციტირების თარიღი: 2012-07-12.
  18. O'Neill, Phelim (2010-10-22). The Evil Dead/Evil Dead II: No 23 best horror film of all time. The Guardian. Retrieved on 2010-11-19.
  19. Barone, Matt. (2012-06-22) The 25 Best Horror Movies Streaming On Netflix Right Now. Complex Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-30. ციტირების თარიღი: 2011-12-30.
  20. Summer (2007), p. 165
  21. 21.0 21.1 Campbell (2002), p. 337