Renaissance Pictures — ამერიკული კინო-კომპანია. დააარსეს რეჟისორმა სემ რეიმიმ, პროდიუსერმა რობერტ ტაპერტმა და მსახიობმა ბრიუს კემპბელმა 1979 წლის 10 აგვისტოს, რათა ეწარმოებინათ საშინელებათა ფილმი „ბოროტი მიცვალებულები“ (ინგლ. The Evil Dead). ამას მოჰყვა ფილმები „ბოროტი მიცვალებულები 2“ (1987) და „ბნელეთის არმია“ (1992). კომპანიამ დაარსებიდან დღემდე მრავალი ფილმი აწარმოა. ამჟამად რეიმი და ტაპერტი მუშაობენ საშინელებათა ფილმების შექმნაზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება