ბჰუბანესვარი
ბჰუბანესვარი ― ინდოეთის შტატ ოდიშის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს ხორდჰის ოლქში. ბჰუბანესვარის მეტსახელია „ქალაქი-ტაძარი“, რაც ერთ დროს არსებული 700 ტაძრის გამო ეწოდა.[1][2] დღეისთვის ქალაქს საგანმანათლებლო კერის ფუნქცია აქვს და ბიზნესის კეთებისთვის მიმზიდველი დანიშნულების ადგილია.[3][4][5]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ბჰუბანესვარი ინგლ. Bhubaneswar Lua-ს შეცდომა in მოდული:Unicode_data at line 468: attempt to index field 'scripts' (a boolean value). | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 20°15′52″ ჩ. გ. 85°49′41″ ა. გ. / 20.26444° ჩ. გ. 85.82806° ა. გ. |
დაარსდა | 1948 |
ფართობი | 1035 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 45 მეტრი |
მოსახლეობა | 837 737 (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 0674 |
საფოსტო ინდექსი | 751001 |
ოფიციალური საიტი | http://bmc.gov.in |
მართალია, თანამედროვე ბჰუბანესვარი ფორმალურად 1948 წელს დაარსდა, მაგრამ დღევანდელი ქალაქისა და მიმდებარე ტერიტორიები ჯერ კიდევ ძვ. VII საუკუნეში იყო დასახლებული. ქალაქი ინდუისტური, ბუდისტური და ჯაინისტური კულტურების გზაჯვარედინზე მდებარეობს და მდიდარია კალინგანის არქიტექტურის ტაძრებით, რომელთაგანაც ბევრი VI-XIII საუკუნით თარიღდება. პურისთან და კონარკთან ერთად ის „ოქროს სამკუთხედს“ (Swarna Tribhuja), რომელიც აღმოსავლეთ ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი დანიშნულების ადგილია.[6][7]
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 2 წლის შემდეგ, 1949 წლის 19 აგვისტოს, კატაკის მაგივრად დედაქალაქი ბბჰუბანესვარი გახდა. ქალაქის თანამედროვე ნაწილი გერმანელი არქიტექტორი, ოტო კენიგსბერგერის დაპროექტებულია. ჯამშედპურთან და ჩანდიგარჰთან ერთად ბჰუბანესვარი ერთ-ერთი პირველი დაგეგმილი ქალაქია ინდოეთის მასშტაბით.[8] ბჰუბანესვარი და კატაკი ხშირად „ოდიშის ტყუპ ქალაქებად“ მოიხსენიება. 2011 წელს ამ ორი ქალაქის მეტროპოლიურ ტერიტორიაზე 1.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.[9]
გეოგრაფია
რედაქტირებაბჰუბანესვარი ხორდჰის ოლქში, ოდიშაში მდებარეობს. ქალაქი აღმოსავლეთ სანაპირო ვაკეებზე, აღმოსავლეთ გატების მთიანეთის გასწვრივაა გაშლილი. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 45 მეტრია.[10] მდებარეობს მდინარე მაჰანადის სამხრეთ-დასავლეთით, რომელიც ბჰუბანესვარის მეტროპოლიური ტერიტორიის ჩრდილოეთ საზღვარს ქმნის. ქალაქს სამხრეთიდან მდინარე დაია ესაზღვრება, ხოლო აღმოსავლეთიდან ― კუახაი.[10] ბჰუბანესვარის დასავლეთით ჩანდაკის ველური ბუნების თავშესაფარი, ხოლო ჩრდილოეთით ნანდანკანანის ზოოპარკი მდებარეობს.[11]
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ბჰუბანესვარი ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელშია (Aw) მოქცეული. ქალაქსი ტემპერატურა ჩვეულებრივ 11-44 °C-ს (52-111 °F) შორის მერყეობს. გამოიყოფა ხუთი მთავარი სეზონი: ზამთარი (დეკემბრიდან იანვრამდე), როდესაც ტემპერატურა 11 °C-მდე (52 °F) შეიძლება დაეცეს; გაზაფხული (თებერვალი); ზაფხული (მარტიდან მაისამდე), როდესაც ტემპერატურამ 44 °C-ს (111 °F) ან უფრო მაღალ ტემპერატურას შეიძლება მიაღწიოს; მუსონების (ივნისიდან ოქტომბრამდე); და მუსონების შემდგომი სეზონი (ნოემბერი). საშუალო წლიური ტემპერატურა 27.4 °C-ია (81.3 °F). საშუალო თვიური ტემპერატურა 22–32 °C-ს (72–90 °F) უდრის.[12]
ჰავის მონაცემები — ბჰუბანესვარი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 35.8 | 42.7 | 44.2 | 45.8 | 46.5 | 46.7 | 41.3 | 37.4 | 37.9 | 36.6 | 37.6 | 33.6 | 46.7 |
საშუალო მაქსიმალური °C | 32.8 | 37.0 | 39.8 | 41.2 | 42.4 | 40.9 | 36.3 | 35.1 | 35.3 | 34.4 | 33.2 | 32.0 | 43.6 |
საშუალო მაღალი °C | 29.2 | 32.5 | 35.9 | 37.7 | 37.7 | 35.3 | 32.4 | 32.0 | 32.4 | 31.9 | 30.8 | 28.9 | 33.0 |
საშუალო დაბალი °C | 15.5 | 18.5 | 22.8 | 25.3 | 26.7 | 26.4 | 25.6 | 25.4 | 25.2 | 23.4 | 19.3 | 15.4 | 22.4 |
საშუალო მინიმალური °C | 11.4 | 14.1 | 18.6 | 21.1 | 21.7 | 23.0 | 23.3 | 23.5 | 23.1 | 19.7 | 15.1 | 11.6 | 10.7 |
რეკორდულად დაბალი °C | 8.6 | 9.6 | 14.6 | 17.0 | 15.0 | 16.8 | 20.0 | 18.4 | 18.5 | 16.1 | 9.7 | 8.2 | 8.2 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 13.1 | 21.1 | 20.6 | 40.4 | 101.6 | 208.5 | 359.7 | 374.6 | 281.7 | 201.2 | 30.3 | 4.9 | 1 657,8 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 0.8 | 1.1 | 1.4 | 2.2 | 4.5 | 9.9 | 15.0 | 15.6 | 12.7 | 7.9 | 1.5 | 0.4 | 73.0 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 55 | 52 | 58 | 64 | 67 | 75 | 85 | 86 | 85 | 80 | 69 | 60 | 70 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 253.4 | 234.0 | 237.8 | 238.8 | 242.9 | 140.7 | 107.2 | 128.6 | 150.8 | 221.8 | 217.5 | 255.0 | 2 428,5 |
წყარო 1: India Meteorological Department[13][14][15][16][17] | |||||||||||||
წყარო 2: NOAA (sun, 1971–1990)[18] |
დემოგრაფია
რედაქტირებამოსახლეობა
რედაქტირებამოსახლეობის ისტ. რაოდენობა | ||
---|---|---|
წელი | მოს. | ±% |
1951 | 16 512 | — |
1961 | 38 211 | +131.4% |
1971 | 105 491 | +176.1% |
1981 | 227 525 | +115.7% |
1991 | 423 465 | +86.1% |
2001 | 647 302 | +52.9% |
2011 | 837 737 | +29.4% |
ინდოეთის 2011 წლის აღწერის მიხედვით, ბჰუბანესვარის მოსახლეობა 837 737 ადამიანს შეადგენს, ხოლო ხოლო მეტროპოლიური ტერიტორიის მოსახლეობა 881 988 ადამიანს უდრის.[19] IIT Kharagpur-ის შეფასებით, რომელმაც ბჰუბანესვარი-კატაკის ურბანული კომპლექსის განვითარების გეგმა შეიმუშავა, 721.9 კმ²-ის ფართობის ტერიტორიაზე 1.9 მილიონი ადამიანი სახლობს (2008).[20]
წერა-კითხვის ცოდნის დონე
რედაქტირებამამაკაცთა ეფექტური წერა-კითხვის დონის მაჩვენებელი 95.69%-ს უდრის, ხოლო ქალთა შორის ეს მაჩვენებელი 90.26%-ის ტოლია. 75 237 ადამიანი ექვს წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. ბჰუბანესვარის მოსახლეობის წერა-კითხვის ცოდნის დონე 93.15%-ს უდრის, რაც გაცილებით მაღალია საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე (74%).[21]
ენები
რედაქტირებაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მშობლიური ენა ორიაა. მოსახლეობის დიდ ნაწილს ესმის ინგლისური ენა და ჰინდი. მართალია, მოსახლეობის უმრავლესობას ოდიები შეადგენენ, მაგრამ ქალაქში სხვა შტატებიდან, როგორებიცაა: ანდჰრა-პრადეში, ბიჰარი, დასავლეთი ბენგალი, რაჯასტანი და ჯჰარხანდი, ჩამოსული მიგრანტებიც ცხოვრობენ. საინფორმაციო ტექნოლოგიების მრეწველობისა და საგანმანათლებლო სექტორის ზრდამ ბჰუბანესვარის დემოგრაფიული პროფილი შეცვალა.
რელიგია
რედაქტირებაბჰუბანესვარი რელიგიურად მრავალფეროვანი ქალაქია. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას ინდუსები შეადგენენ. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ისინი მოსახლეობის 95%-ს შეადგენენ. მეორე უდიდეს რელიგიურ უმცირესობას მუსლიმები წარმოადგენენ (3.3%). ქრისტიანები მოსახლეობის 0.92%-ს შეადგენენ. ქალაქში მნიშვნელოვანი რაოდენობით სიქები, ბუდისტები და ჯაინისტებიც ცხოვრობენ.[22]
ეკონომიკა
რედაქტირებადაძმობილებული ქალაქები
რედაქტირება- კუპერტინო, აშშ[23][24]
- ბლუმფონტეინი, სამხრეთი აფრიკა[25]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website of Bhubaneshwar Municipal Corporation, http://bmc.gov.in/ (in English)
- ოფიციალური საიტი
- Ekamra Kshetra – The Temple City, Bhubaneswar, UNESCO World Heritage Centre
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ring, T.; Salkin, R. M.; Schellinger, P.E.; Boda, S. L.; Watson, N.; Berney, K. A.; Hudson, C. (1994) International Dictionary of Historic Places: Asia and Oceania. Fitzroy Dearborn, გვ. 121. ISBN 978-1-884964-04-6.
- ↑ D, S.C.B. (2014). India the Land of Gods. Author Solutions, გვ. 38. ISBN 978-1-4828-3655-4.
- ↑ India's Startups Are Moving Into Smaller, Second Tier Cities – Why The Sudden Shift? (2021-08-18). ციტირების თარიღი: 2021-08-18
- ↑ „Bhubaneswar on top 10 city list“. The Times of India. 17 November 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 July 2013. ციტირების თარიღი: 17 November 2012.
- ↑ „WB ranks Bhubaneswar as third best for business“. The Pioneer. 27 October 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 October 2012. ციტირების თარიღი: 22 December 2012.
- ↑ Das, Piyush (2016). Memory of a Stream: Gandhabati, Sacred Cultural Landscape of Ekamara Kshetra (Bhubaneswar). New Delhi: Copal Publishing, გვ. 42. ISBN 978-9383419401.
- ↑ Ramesh Prasad Mohapatra, Archaeology in Orissa, Vol I, Page 47, B. R. Publishing Corporation, Delhi, 1986, ISBN 81-7018-346-4.
- ↑ BBSR Metropolitan/City Population section of BBSR Population Sex Ratio in BBSR Literacy rate BBSR.
- ↑ Preface of the Comprehensive Development Plan for the Bhubaneswar-Cuttack Urban Complex. ციტირების თარიღი: 3 October 2011
- ↑ 10.0 10.1 City Development Plan: Bhubaneswar. JNNURM, Government of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 14 December 2012
- ↑ Perspective Plan – VISION 2030 and Comprehensive Development Plan for Bhubaneswar – Cuttack Urban Complex: A Concept Paper. Urban Development Department, Government of Odisha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 14 December 2012
- ↑ Weatherbase entry for Bhubaneswar. Canty and Associates LLC. ციტირების თარიღი: 14 December 2012
- ↑ Station: Bhubaneswar (A) Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 141–142. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 10 January 2021
- ↑ Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 10 January 2021
- ↑ At 44.2 Deg C Bhubaneswar Hottest In Odisha, Mercury Breaches 73 Year Record. Odishatv. ციტირების თარიღი: 1 April 2021
- ↑ Bhubaneswar(42971). India Meteorological Department. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2022. ციტირების თარიღი: 13 August 2022
- ↑ Climatological Tables 1991-2020. India Meteorological Department. ციტირების თარიღი: 1 January 2023
- ↑ Bhubaneshwar Climate Normals 1971–1990. National Oceanic and Atmospheric Administration. ციტირების თარიღი: 24 December 2012
- ↑ Cities having population 1 lakh and above. Census of India, Government of India. ციტირების თარიღი: 2 November 2011
- ↑ Comprehensive development plan for Bhubaneswar–Cuttack Urban Complex. Government of Odisha. ციტირების თარიღი: 29 December 2012
- ↑ State of literacy. Directorate of Census, Government of India. ციტირების თარიღი: 29 April 2011
- ↑ Bhubaneswar City Population 2021 – Sex Ratio, Population Density, Literacy en-US. ციტირების თარიღი: 2021-09-02
- ↑ Matt, Wilson (17 August 2011). „Cupertino adds Bhubaneswar, India, to its list of sister cities“. San Jose Mercury News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 January 2016. ციტირების თარიღი: 4 January 2016.
- ↑ „Cupertino, Bhubaneshwar to become Sister Cities“. The New Indian Express. 12 October 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 January 2016. ციტირების თარიღი: 4 January 2016.
- ↑ Odisha capital to be linked with South African city | Sambad English en-US (2017-10-14). ციტირების თარიღი: 2021-05-14