ბუტრინტის ტბა (ალბ. Liqeni i Butrintit) — ლაგუნა ალბანეთში, ქალაქ სარანდის მიდამოებში. ზედაპირის ფართობი 16,3 კმ², მაქსიმალური სიღრმე 21,5 მ. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 7,1 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 3,2 კმ-ზე. ტბის აღმოსავლეთით აღმართულია — მილეს (845 მ), დასავლეთით — სოტირის (240 მ), ხოლო სამხრეთით — სტილოს დაბალი მთები (240 მ).[1]

ბუტრინტის ტბა
ბუტრინტის ტბა
ბუტრინტის ტბა
კოორდინატები: 39°47′ ჩ. გ. 20°02′ ა. გ. / 39.783° ჩ. გ. 20.033° ა. გ. / 39.783; 20.033
მდებარეობა ალბანეთის დროშა ალბანეთი
სიგრძე 7,1 კმ
სიგანე 3,2 კმ
ფართობი 16,3 კმ²
საშუალო სიღრმე 11 
მაქსიმალური სიღრმე 21,5 
ბუტრინტის ტბა — ალბანეთი
ბუტრინტის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ბუტრინტი ტექტონიკური წარმოშობისაა, მაშინ როდესაც მისი წყლის რეჟიმი დამახასიათებელია სანაპირო ლაგუნებისთვის. თავდაპირველად ტბას ერთვოდა მდინარე ბისტრიცა, თუმცა 1958 წელს მდინარის კალაპოტი ხელოვნურად გადაისროლეს იონიის ზღვაში. ტბის სანაპირო შეჭრილ-შემოჭრილია მრავალრიცხოვანი ნახევარკუნძულებითა და პატარა ღრმა უბეებით. ვივარის არხით (სიგრძე 3,6 კმ, სიგანე 60-100 მ, სიღრმე 5-6 მ) შეერთებულია იონიის ზღვასთან.[1]

იმის მიუხედავად, რომ არხის წყალი ყოველი 12 საათის განმავლობაში თავისთავად იცვლის დინების მიმართულებას, წყალი ტბაში ნახევრად მტკნარი, ნახევრად მლაშეა. ტბის ეს უჩვეულო თვისება ოდითგანვე იძლეოდა შესაძლებლობას ადგილობრივი მოსახლეობა მეთევზეობითა და მიტილუსის მოშენებით დაკავებულიყო. დამახასიათებელია რბილი ხმელთაშუაზღვიური კლიმატი. საშუალოწლიური ტემპერატურაა 17,1°C. ტემპერატურას გააჩნია შეფარდებითი ჰომოთერმია (18°C) მთელი წლის განმავლობაში. წყლის ტემპერატურა ზამთარში უდრის 14°C-ს, ხოლო ზაფხულში 25°C-ს.[1]

ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 1500 მმ წელიწადში. ბუტრინტი ბალკანეთის ერთადერთი მარილიანი ტბაა. მოქცევების დროს (15-20 სმ), ზღვის დონე მატულობს, რა დროსაც როგორც წესი ტბაში იჭრება მარილიანი წყალი. მარილიანობა სეზონის მიხედვით მერყეობს: 15,00 გრ/ლ-იდან ზამთარში 33,00 გრ/ლ-მდე ზაფხულში. ქვედა ფენა მდიდარია გოგირდოვანი აირით. მისი კონცენტრაცია სიღრმესთან ერთად მატულობს და ყველაზე მაღალ დონეს ტბის ფსკერზე აღწევს.[1]

ენვერ ხოჯას მმართველობის დროს ტბაზე გაიხსნა მიტილუსის მოშონების კოოპერატივი. სიახლოვესაა უძველესი ქალაქი ბუთროტუმი, რომელიც ამჟამად არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალს წარმოადგენს.[1]

ბუტრინტის ტბა ბუტრინტის ეროვნული პარკის ნაწილია, რომელიც 2000 წლის ნოემბერში შეიქმნა. ტბა შედის რამსარის საერთაშორისო ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება