ბურუნდუკი (ლათ. Tamias sibiricus, ადრე Eutamias sibiricus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ციყვისებრთა ოჯახისა. სახეულის სიგრძეა 17 სმ, კუდისა 12 სმ. ბინადრობს აზიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ტყეებში. იკვებება წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების თესლით, სოკოებით და სხვა. აზიანებს მარცვლეულის ნათესებსა და ბოსტნეულს. ბურუნდუკი ზამთარში ძილქუშს ეძლევა. რეწვის ობიექტია (იყენებენ ბეწვს).

ბურუნდუკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მღრღნელები
ოჯახი:  ციყვისებრნი
გვარი:  ბურუნდუკი
სახეობა:  ბურუნდუკი
ლათინური სახელი
Tamias sibiricus (Laxmann, 1769)
სინონიმები
  • Eutamias sibiricus Laxmann, 1769
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 21360
გავრცელება

ქვესახეობები

რედაქტირება

მოიცავს შემდეგ ქვესახეობებს:[1]

  • Tamias sibiricus sibiricus
  • Tamias sibiricus asiaticus
  • Tamias sibiricus lineatus
  • Tamias sibiricus okadae
  • Tamias sibiricus ordinalis
  • Tamias sibiricus orientalis
  • Tamias sibiricus pallasi
  • Tamias sibiricus senescens
  • Tamias sibiricus umbrosus

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Tamias (Eutamias) sibiricus დაარქივებული 2010-06-05 საიტზე Wayback Machine. , Mammal Species of the World, 3rd ed.