ბურაო (სომალ. Burco, არაბ. برعو, ინგლ. Burao) — ქალაქი სომალის ჩრდილოეთში. სომალილენდის მიერ კონტროლირებადი ტოგდერის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი
ბურაო
სომალ. Burco
არაბ. برعو
დროშა

ქვეყანა სომალის დროშა სომალი
რეგიონი ტოგდერის რეგიონი
კოორდინატები 9°31′00″ ჩ. გ. 45°32′00″ ა. გ. / 9.51667° ჩ. გ. 45.53333° ა. გ. / 9.51667; 45.53333
ფართობი 28 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 1037±1 მეტრი
მოსახლეობა 120 400 კაცი (2000)
სასაათო სარტყელი UTC+3, ზაფხულში UTC+4
ბურაო — სომალი
ბურაო

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქის კლიმატი — თბილი და მშრალია, როგორც სომალილენდის ჩრდილოეთის სხვა შიდა რაიონებში. ზაფხულში, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, დღის ტემპერატურა შეიძლება აიწიოს 35 °С-მდე, ხოლო ღამით დაიწიოს 25 °С-მდე. წლის დანარჩენ დროს ცოტათი გრილია, დღის საშუალო ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით 27 °С-ს, ხოლო ღამის — დაახლოებით 14 °С-ს. ნალექების წლიური ნორმა შეადგენს მხოლოდ 19 მმ-ს, რომელიც თითქმის სულ აპრილში, მაისში და სექტემბერში მოდის.

ქალაქში მოედინება სეზონური მდინარე ტოგდერი, რომელიც მას ჰყოფს ორ ნაწილად. ადგილი ქალაქის ახლოს წარმოადგენს შედარებით მოსწორებულ ნახევარუდაბნოს.

მოსახლეობა

რედაქტირება

2000 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 120 400 ადამიანს[1]. ასე რომ, ეს მეორე დიდი ქალაქია სომალილენდში ქალაქ ჰარგეისას შემდეგ. იმავე დროს, მოსახლეობის შესახებ მონაცემები შეიძლება იყოს არაზუსტი იმის გამო, რომ მოსახლეობის აღწერა აქ არ ჩატარებულა უკვე 20 წელზე მეტია. მოსახლეობას უპირველეს ყოვლისა შეადგენენ სომალური კლანის — ისაკის წარმომადგენლები[2].

ინფრასტრუქტურა

რედაქტირება

ქალაქს აქვს მუდმივი ელექტროენერგია. არსებობს წყალმომარაგება გრუნტის წყლების გამოყენებით. ქალაქში მოქმედებს აეროპორტი, რომელიც მდებარეობს დაახლოებით 1 კმ-ში ქალაქის ცენტრში არსებული ახალი ხიდიდან. ქალაქი ასევე ავტოგზით დაკავშირებულია პორტ ბერბერასთან ადენის ყურის სანაპიროზე.

  1. Somalia City & Town Population. Tageo.com. Retrieved on 2011-12-15.
  2. UNDP Emergencies Unit for Ethiopia. (1994-11-15) Report on Mission to Haud Area, Region 5. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-31. ციტატა: „Habar Jeclo's only major 'urban' centre is Bur'o, a town they share roughly equally with the Habar Yonis.“ ციტირების თარიღი: 2012-04-23.