ბულკიზის რაიონი (ალბ. Rrethi i Bulqizës) — ალბანეთის 36 რაიონიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და დიბრის ოლქის შემადგენელი ნაწილია. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ბულკიზა. 2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 28 374 ადამიანს შეადგენს. მთლიანობაში ბულკიზის რაიონი 469 კმ²-ს მოიცავს.

რაიონი
ბულკიზის რაიონი
Rrethi i Bulqizës
ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
ადმ. ცენტრი Bulqizë
კოორდინატები 41°28′00″ ჩ. გ. 20°21′00″ ა. გ. / 41.46667° ჩ. გ. 20.35000° ა. გ. / 41.46667; 20.35000
ფართობი 469 კმ²
მოსახლეობა 28 374 [1] კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+1[2]

მდებარეობა და გეოგრაფია

რედაქტირება

რაიონი ორი მდინარის — დრინისა და დიბრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. აღმოსავლეთი საზღვარი (მაკედონიასთან) ნაწილობრივ დრინს გასდევს. ეს ნაწილი გოლობორას სახელითაა ცნობილი და მაკედონელთა სოფლებითაა დასახლებული. რაიონის ლანდშაფტი უმეტესად მაღალმთიანია. აქ მრავლადაა 2000 მეტრზე მაღალი მთები. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დრინის ხეობაში და ბულკიზში ცხოვრობს. ბულკიზის რაიონი ცნობილია ადგილობრივი ჯიშის თხით.

ეკონომიკა და მრეწველობა

რედაქტირება

ბულგიზის საბადოებში ნიკელი მოიპოვება. საბადო უმსხვილესია ალბნეთში. მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. დასახლებული პუნქტების დიდი რაოდენობა რთულად მისადგომია, განსაკუთრებით ზამთარში.

ადმინისტრაციული მოწყობა

რედაქტირება

ბულკიზის რაიონი 8 მუნიციპალიტეტად იყოფა. ესენია:

მუნიციპალიტეტი მოსახლეობა
ბულკიზა &&&&&&&&&&&08177.&&&&&08 177
ფუშე ბულგიზა &&&&&&&&&&&03342.&&&&&03 342
გორიცა &&&&&&&&&&&04214.&&&&&04 214
მარტანეში &&&&&&&&&&&01836.&&&&&01 836
ოსტრენი &&&&&&&&&&&03034.&&&&&03 034
შუპენზა &&&&&&&&&&&05503.&&&&&05 503
ტრებიშტი &&&&&&&&&&&&0993.&&&&&0993
ზერქანი &&&&&&&&&&&04111.&&&&&04 111
  1. POPULLSIA SIPAS PREFEKTURAVE, 2001–2010. Albanian Institute of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-24. ციტირების თარიღი: 2010-09-09.
  2. GeoNames — 2005.