ბულგარეთის ადმინისტრაციული დაყოფა
1999 წლიდან ბულგარეთი იყოფა 28 ოლქად (ბულგ. области). 1987 წლიდან 1999 წლამდე ქვეყანა იყოფოდა რვა პროვინციად და ერთ განსაკუთრებულ ერთეულად.
ადმინისტრაციული ცენტრების სახელები ემთხვევა ოლქის სახელებს. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს სოფიის ოლქი, რომლის ადმინსიტრაციული ცენტრი ბულგარეთის დედაქალაქი სოფიაა.
ოლქები, თავის მხრივ, იყოფიან თემებად. ბულგარეთში სულ არის 265 თემი (община, ობშტინა).
ოლქი | მოსახლეობა (2005) | მოსახლეობის ზრდა (2004/2005) | ფართობი (კმ²) | მოსახლეობის სიმჭიდროვე (/კმ²) | თემების რაოდენობა |
---|---|---|---|---|---|
ბლაგოევგრადი | 334,907 | -0.8% | 6,478 | 51.70 | 14 |
ბურგასი | 418,925 | -0.2% | 7,618 | 55.00 | 13 |
დობრიჩი | 206,893 | -0.8% | 4,700 | 44.02 | 8 |
გაბროვი | 135,780 | -1.2% | 2,053 | 66.96 | 4 |
ჰასკოვო | 268,335 | -0.7% | 4,033 | 66.53 | 11 |
კირჯალი | 159,878 | -0.7% | 4,032 | 39.65 | 6 |
კიუსტენდილი | 154,468 | -1.2% | 3,027 | 51.03 | 9 |
ლოვეჩი | 159,214 | -1.3% | 4,134 | 38.99 | 8 |
მონტანა | 166,775 | -2.0% | 3,595 | 47.35 | 11 |
პაზარჯიკი | 300,092 | -1.0% | 4,393 | 68.31 | 11 |
პერნიკი | 142,251 | -1.3% | 2,377 | 59.84 | 6 |
პლევანი | 305,025 | -1.5% | 4,216 | 73.64 | 11 |
პლოვდივი | 707,570 | -0.2% | 5,973 | 118 | 18 |
რაზგრადი | 140,743 | -1.0% | 2,648 | 53.15 | 7 |
რუსე | 256,835 | -0.7% | 2,616 | 99.07 | 8 |
შუმენი | 199,577 | -0.6% | 3,365 | 59.31 | 10 |
სილისტრა | 135,701 | -1.3% | 2,862 | 47.41 | 7 |
სილვენი | 211,005 | -1.0% | 3,646 | 47.41 | 4 |
სმოლიანი | 133,015 | -1.5% | 3,532 | 37.66 | 10 |
სოფია (ქალაქი) | 1,231,622 | +1.0% | 1,349 | 913 | 24 |
სოფია (ოლქი) | 262,032 | -1.1% | 7,277 | 36.01 | 22 |
სტარა ზაგორა | 362,090 | -0.5% | 4,959 | 73.02 | 11 |
ტარგოვიშტე | 136,806 | -1.0% | 2,735 | 50.02 | 5 |
ვარნა | 457,922 | -0.1% | 3,819 | 120 | 12 |
ველიკო ტირნოვო | 283,599 | -0.5% | 4,684 | 60.99 | 10 |
ვიდინი | 117,809 | -2.0% | 3,071 | 39.11 | 11 |
ვრაჩანი | 209,124 | -1.7% | 4,098 | 51.89 | 10 |
იამბოლი | 147,906 | -1.1% | 4,209 | 35.14 | 5 |