ბუკიტ-ტიგაპულუჰის ეროვნული პარკი
ბუკიტ-ტიგაპულუჰი (ინდონ. Taman Nasional Bukit Tiga Puluh - ცამეტი ბორცვის ეროვნული პარკი) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სუმატრის აღმოსავლეთ ნაწილში. მოიცავს 143 223 ჰექტარს. ძირითადად შედგება დაბლობის ტროპიკული ტყეებისაგან. გავრცელებულია საფრთხის ქვეშ მყოფი მრავალი სახეობა, მათ შორის სუმატრის ორანგუტანი, სუმატრის ვეფხვი, სუმატრის სპილო, სუმატრის მარტორქა და აზიური ტაპირი, ისევე როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი მრავალი ფრინველი. ტერიტორია დასახლებულია ორანგ რიმბას ხალხებით.
ბუკიტ-ტიგაპულუჰის ეროვნული პარკი
Taman Nasional Bukit Tiga Puluh | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ინდონეზია, კუნძული სუმატრა |
კოორდინატები | 1°00′ ს. გ. 102°30′ ა. გ. / 1.000° ს. გ. 102.500° ა. გ. |
ფართობი | 143 223 ჰა |
დაარსდა | 1995 |
მმართველი ორგანო | ინდონეზიის სატყეო სამინისტრო |
ეროვნულ პარკს დიდ საფრთხეს უქმნის ხე–ტყის უკანონო ჭრა და ზეთის პალმის პლანტაციები.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Bukit Tiga Puluh National Park დაარქივებული 2012-03-02 საიტზე Wayback Machine. (official site)
- Sumatran Tiger Trust: Bukit Tigapuluh NP დაარქივებული 2009-06-25 საიტზე Wayback Machine.
- [https://web.archive.org/web/20110728071355/http://www.sumatranorangutan.org/content-n31-sE.html%20 დაარქივებული 2011-07-28 საიტზე Wayback Machine. Website of the Sumatran Orangutan Conservation Programme
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-25. ციტირების თარიღი: 2012-12-22.