ბუდო-სუნგაიპადის ეროვნული პარკი
ბუდო-სუნგაიპადის ეროვნული პარკი (ტაი. อุทยานแห่งชาติบูโด-สุไหงปาดี) — ეროვნული პარკი ტაილანდში, ნარატჰივატის პროვინციაში. პარკი ტიტივანგსას მთებისა და ტენასერიმის მთიანეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილშია მოქცეული.[1] 1974 წელს სამეფო სატყეო დეპარტამენტმა პაჩოს ჩანჩქერის პაკი დააარსა, რომელიც 1999 წელს ბუდო-სუნგაიპადის ეროვნულ პარკად გადააქციეს.
ბუდო-სუნგაიპადის ეროვნული პარკი
อุทยานแห่งชาติบูโด-สุไหงปาดี | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | სამხრეთ ტაილანდი |
ქვეყანა | ტაილანდი |
კოორდინატები | 6°28′01″N 101°37′48″E / 6.467° ჩ. გ. 101.630° ა. გ. |
ფართობი | 294 კმ² |
დაარსდა | 1999 |
გეოგრაფია და კლიმატი
რედაქტირებაპარკი ნარატჰივატის, იალისა და პატტანის პროვინციის ტერიტორიაზე, 294 კმ²-ზეა გაშენებული. ბუდოს მთიანეთი ინდო-მალაიური ეკვატორული ტროპიკული წვიმის ტყეების ნაწილია და მაღალი ტენიანობით გამოირჩევა.
პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ჩანჩქერი მდებარეობს, როგორებიცაა: პჰუ ვაე, პაჩო და პაკო. ყველაზე ცნობილი და ხელმისაწვდომი ჩანჩქერი პაჩოა. სიტყვა „პაჩო“ მალაიური pancur-დანაა ნასესხები და ტაიზე ჩანჩქერს ნიშნავს.
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაპარკის გამორჩეული მცენარეა „ოქროს ფოთლები“ (იანდაო). იგი პირველად 1988 წელს აღმოაჩინეს. ვაზის ფოთლებს ოქროსფერი შეფერილობა აქვს და ბაუჰინიას გვარის ხეების ფოთლების მსგავსია, თუმცა უფრო ფართო. ზოგიერთი ფოთოლი ხელისგულზე დიდია. ფოთლებს რბილი ხავერდისმაგვარი ტექსტურა აქვთ. იშვიათ ცხოველებს შორის არიან მარტორქები, შავხელა გიბონები, ტაპირები და სუმატრული თხა ანტილოპები.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Budo - Su-ngai Padi National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 July 2015. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
'