ბუბა (ნასოფლარი)

ნასოფლარი საქართველოში, ზემო რაჭაში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუბა (მრავალმნიშვნელოვანი).

ბუბა — ნასოფლარი საქართველოში, ზემო რაჭაში, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს კურორტ შოვის ჩრდილო-დასავლეთით, ბუბის მთის კალთებზე.

სოფელი ბუბა, თავისი ოცდახუთი კომლი გლეხით, ეკლესიითა და ციხით მოხსენიებულია XV საუკუნის ერთ-ერთ სიგელში. ნასოფლარის ტერიტორიაზე შეიმჩნევა შუა საუკუნეების საცხოვრებელი სახლების, ნაკალოვარისა და კოშკის (სავარაუდოდ, XV საუკუნის საბუთებში მოხსენიებული ბუბის ციხის) ნაშთები, შუა საუკუნეების „ბუბას ჯვრის“ ეკლესიის ნანგრევები. 1964 წლის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელი IX–X საუკუნეებში აგებული გუმბათიანი ეკლესია იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება