ბრუქსის ქედი (ინგლ. Brooks Range) — ქედი ჩრდილოეთ ალასკაში. სიგრძე დაახლოებით 1000 კმ, სიგანე 200 კმ-მდე. საშუალო სიმაღლე 1500-2000 მეტრი, მაქსიმალური 2736 მეტრი (მთა ისტო). აგებულია ქვედაპალეოზოური კირქვებით, კვარციტებით, ფიქლებითა და ქვიშაქვებით. ღრმადაა დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით. განვითარებულია ძველი მყინვარული ფორმები. არის თანამედროვე პატარა მყინვარებიც. მცენარეულობა — მთის ტუნდრა; დამახასიათებელია ქვაყრილები და გაშიშვლებული კლდეები.

ბრუქსის ქედი
ბრუქსის ქედი
ბრუქსის ქედი
კოორდინატები: 68°12′ ჩ. გ. 152°15′ დ. გ. / 68.200° ჩ. გ. 152.250° დ. გ. / 68.200; -152.250
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
კანადის დროშა კანადა
უმაღლესი წერტილი ისტო
სიმაღლე 2736 
სიგრძე 1000 კმ
სიგანე 200 კმ
ბრუქსის ქედი — კანადა
ბრუქსის ქედი

ლიტერატურა

რედაქტირება