ბრუნეის პარლამენტი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბრუნეის საკანონმდებლო საბჭო (მალაიური: Majlis Mesyuarat Negara Brunei, Jawi مجليس مشوارت نڬارا بروني) — ბრუნეის საკანონმდებლო წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც არის ქვეყნის ეროვნული ერთპალატიანი პარლამენტი. საბჭო ყოველწლიურად იკრიბება მარტში, საკანონმდებლო საბჭოს შენობაში ბანდარ- სერი-ბეგავანში.

საკანონმდებლო საბჭოს შენობა, ბანდარ-სერი-ბეგავანი, ბრუნეი

ფუნქციები

რედაქტირება

საბჭო მიჰყვება თანამეგობრობის სხვა პარლამენტების პრაქტიკას. საბჭოში წარდგენილი ყველა კანონპროექტი გადის სამ მოსმენას. თუმცა, ყველა კანონპროექტი საბჭოში წარდგენამდე წინასწარ უნდა იყოს დამტკიცებული კაბინეტის მიერ. კანონპროექტის მიღების შემდეგ მან უნდა მიიღოს სულთნის თანხმობა კანონპროექტის კანონად გადაქცევაზე.

შემადგენლობა

რედაქტირება

ბრუნეის პარლამენტის საბჭო შედგება სულთნის, მეფისნაცვლის, კაბინეტის მინისტრებისა და სამი ტიპის წევრებისგან: ტიტულების მქონე წევრები, ოლქების წარმომადგენლები და გამოჩენილი ბრუნეელების წარმომადგენლები. სულთნის გარდა ყველა წევრს ნიშნავს სულთანი ბრუნეის კონსტიტუციის 24-ე მუხლის შესაბამისად.

2017 წლის 13 იანვრიდან საბჭოში 33 წევრია, მათ შორის 13 კაბინეტის მინისტრი.

საკანონმდებლო საბჭო 1959 წელს შეიქმნა, რათა შეეცვალა ბრუნეის სახელმწიფო საბჭო, რომელიც არსებობდა 1907 წლიდან, 1959 წლის ბრუნეის კონსტიტუციის 23-ე მუხლის მიხედვით. მისი პირველი შეხვედრა შედგა ლაპაუში 1959 წლის 21 ოქტომბერს. 1984 წელს საბჭომ შეძლო 32 სხდომის ჩატარება; ბოლო — 21-ე შეხვედრა გაიმართა 1984 წლის 12 თებერვალს. სულთანმა ჰასანალ ბოლკიამ მეორე დღეს საბჭო დაშალა. შესაბამისად, საკანონმდებლო უფლებამოსილებები მთლიანად სულთანს ეკუთვნოდა.

ბრუნეის არ ჰქონდა საკანონმდებლო ორგანო 2004 წლის 25 სექტემბრამდე, როდესაც სულთანმა გადაწყვიტა საბჭოს აღდგენა ძველი სისტემის გამოყენებით. ბრუნეის კვლავ ჰქონდა საკანონმდებლო ორგანო. სულთანმა საბჭო ისევ დაითხოვა 2005 წლის 1 სექტემბერს და მეორე დღეს აღადგინა საბჭო ბრუნეის კონსტიტუციის შესწორებული ვერსიის საფუძველზე.

უახლესი საკანონმდებლო საბჭო მოწვეულ იქნა სულთანის მიერ 2004 წლიდან 2011 წლის 15 მარტამდე.[1]

ოლქების მოადგილეებს სულთანი ნიშნავს სოფლის მეთაურთა და ქალაქების (მუკიმების) პინგიულებს შორის. რომლებსაც 2010 წლიდან ირჩევენ უშუალოდ მათი რეგიონის მოსახლეობა.

საკანონმდებლო საბჭოს შენობა

რედაქტირება

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევაა, როცა საბჭოს სხდომა 2008 წლის 4 მარტს პარლამენტის ახალ დიდ შენობაში გამართა, რომლის მშენებლობა დაიწყო 2005 წლის მარტში მე-8 ეროვნული განვითარების გეგმის მიხედვით. საკანონმდებლო საბჭოს ახალი შენობა სულთანმა საზეიმოდ გახსნა და დაათვალიერა საპატიო დაცვის, ბრუნეის სამეფო პოლიციის ძალების (RBPF) თანხლებით.[2] საოფისე ფართის და საკონფერენციო დარბაზის გარდა, შენობას აქვს საბანკეტო დარბაზი, ბიბლიოთეკა, შეხვედრების დარბაზები, აუდიტორიები, სპორტული დარბაზი, VIP ოთახები და სასადილო. მას ასევე შენობის წინ აქვს აღლუმი და პარკინგის კეთილმოწყობილი ტერიტორია და სამი ჰექტარი ტბა. საბჭოს თავჯდომარე, ჯუდინ ასარი, ამტკიცებდა, რომ ახალი სტრუქტურა დაეხმარება საბჭოს შეასრულოს თავისი მისია მთავრობისა და ქვეყნისთვის უკეთესი სერვისების მიწოდების პროცესში, განსაკუთრებით ის, რაც ეხება საიდუმლო საბჭოს, საკანონმდებლო საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტის სხდომებს.

  1. Legislative Council Dissolved. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-08. ციტირების თარიღი: 2011-09-26.
  2. Sultan opens new Legislative Council building. ციტირების თარიღი: 2023-03-11