ბრუნო ბაუმგარტნერი
ავსტრიელი ისტორიკოსი, ბიზანტინისტი
ბრუნო ბაუმგარტნერი (გერმ. Bruno Baumgartner) (დ. 8 ნოემბერი, 1941, ვენა, — გ. 6 ივნისი, 2017) — ავსტრიელი ისტორიკოსი, ბიზანტინისტი.
დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის ისტორიისა და კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი (1968). მუშაობდა ვენის უნივერსიტეტის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში. 1980-იანი წლებიდან დაინტერესდა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ თურქეთის, მათ შორის, ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობით. გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი ტაო-კლარჯეთის ისტორიული გეოგრაფიისა და რეგიონის ქართული ისტორიული ძეგლების შესახებ. 2010 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაჯილდოვდა ოქროს საწმისის ორდენით.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Studien zur historischen Geographie von Tao-Klardzeti. [1 Bd. in 2 Hä.] Wien, Diss. 1996.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქართულ კულტურაზე შეყვარებული ავსტრიელი პროფესორი. „ყველა სიახლე“/ambebi.ge, 2011.
- როგორ ჩამოვიდა “ოქროს საწმისის” ორდენი ქალაქ ცვეტლში. „ტაბულა“, 2011.