ბროლის მთები
ვიკიპედიის მრავალმნიშვნელობის გვერდი
ბროლის მთები — დაბალი მთების ჯაჭვი ცენტრალური აფრიკის დასავლეთ ნაწილში. განლაგებულია ატლანტის ოკეანის სანაპიროს პარალელურად და მდებარეობს გაბონის და ეკვატორული გვინეის ტერიტორიაზე სამხრეთში მდებარე მდინარე ოგოუეს და ჩრდილოეთში მდებარე მდინარე კამპოს შორის. მთლიანობაში განფენილია ეკვატორული გვინეის, გაბონის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, კონგოს რესპუბლიკისა და ანგოლის ტერიტორიებზე. ბროლის მთები მიეკუთვნება სამხრეთ-გვინეის ზეგანის დასავლეთ მხარეს.[1] საშუალო სიმაღლეა 600—800 მეტრი. ზღვის დონიდან ყველაზე უფრო მაღალ წერტილს წარმოადგენს — დანის მთა (1000 მეტრი). მთები აგებულია პრეკამბრიული პერიოდის კრისტალური ქანებით. კალთები დაფარულია ნოტიო მარადმწვანე ეკვატორული ტყეებით.