ბრიუსელის ვარდკაჭაჭა
ბრიუსელის ვარდკაჭაჭა (ლათ. Cichorium intybus var. foliosum) — ფოთლოვანი ბოსტნეული, რომელიც სიბნელეში მოჰყავთ. მზის შუქზე ქლოროფილის წამოქმნის შედეგად ბოსტნეულის თავი ხდება მწვანე. ბრიუსელის ვარდკაჭაჭას მოჭრილი (მოწყვეტილი) თავი გამოიყენება საკვების დასამზადებლად, როგორც მოხარშული, ასევე ნედლი სახით.
ბრიუსელის ვარდკაჭაჭა | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Cichorium intybus var. foliosum | |||||||||||
|
მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახის ვარდკაჭაჭას გვარს.
ისტორია
რედაქტირებახალხური გადმოცემით ბრიუსელის ვარდკაჭაჭა შემთხვევით იქნა აღმოჩენილი ნიდერლანდების წინააღმდეგ 1830 წელს მომხდარი ბელგიის აჯანყების პერიოდში ბრიუსელის ახლოს მდებარე პატარა ქალაქ სხაარბეიკში. ადგილობრივმა გლეხმა, ვინმე იან ლამერსმა სარდაფში ჩვეულებრივი ვარდკაჭაჭას ძირები ჩაფლა ქვიშის ფენაში. რბილი ზამთრის რამდენიმე კვირის შემდეგ ნახა, რომ მწარე ფესვებზე ფოთლები ამოვიდა, რომელიც გემოთი მოტკბო, ხოლო შეხებით ნაზი იყო. ლამერსმა გადაწყვიტა ახალი ბოსტნეულის თავი, როგორც ნედლი ბოსტნეული ბაზარზე გასაყიდად გაეტანა. ომის გამო, იმ დროს საზღვარი ნიდერლანდებთან ჩაკეტილი იყო, ამიტომ ადგილობრივ ბაზარზე საკვები პროდუქტის დეფიციტი აღინიშნებოდა [1]. სპეციალისტები ამ ამბავს სერიოზულად არ განიხილვენ და უბრალო ლეგენდად მიიჩნევენ.
სახელი
რედაქტირებაბოსტნეულის ოფიციალური ლათინური სახელწოდებაა — Cichorium intybus var. Foliosum. ფრანგული — Chicorée de Bruxelles ანუ „ბრიუსელის ვარდკაჭაჭა“. ბელგიაში ბოსტნეულს ჰქვია — „ვიტლოოფი„ (Witloof), ნიდერლანდებში — „ვიტლოფი“ (Witlof), გერმანიაში — „შიკორეი“ (გერმ. Chicorée).
გამომდინარე, ლათინურის და ბერძნულის შემდეგ მსოფლიოში გავრცელებული საერთაშორისო ტერმინოლოგიის დიდი უმეტესობა ფრანგულზე მოდის, სავარაუდოდ ქართულად ბოსტნეულის სახელი ფრანგულიდან ითარგმნება.
შემადგენლობა
რედაქტირება100 გრ. ნედლი ვარდკაჭაჭა შეიცავს:
- ენერგია: 71 კჯ.
- ნახშირწყლები: 3 გრამი
- ცილა: 1 გრამი
- ცხიმი: 0.1 გრამი
- ვიტამინი C: 5 მგ
- ვიტამინი B1: 0.04 მგ
- ვიტამინი B2: 0.03 მგ
- კალციუმი: 20 მგ
- რკინა: 0.5 მგ
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბრიუსელის ვარდკაჭაჭა“ ვიკისაწყობში.
- ვარდკაჭაჭა — Mkurnali.ge