ბრაის დალას ჰაუარდი
ბრაის დალას ჰაუარდი (ინგლ. Bryce Dallas Howard; დ. 2 მარტი, 1981) — ამერიკელი მსახიობი. იგი არის ცნობილი რეჟისორ რონ ჰოვარდის უფროსი ქალიშვილი.
ბრაის დალას ჰაუარდი | |
---|---|
ჰაუარდი ფილმ „იურული სამყარო: დაცემული სამეფოს“ პრემიერაზე იაპონიაში 2018 წელს | |
მშობლიური სახელი | Bryce Dallas Howard |
დაბადების თარიღი |
2 მარტი, 1981 ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1989-დღემდე |
მეუღლე(ები) | სეთ გეიბლი (იქ. 2006) |
შვილ(ებ)ი |
2
|
მშობლები |
მამა: რონ ჰოვარდი დედა: შერილ ელი |
ჰაუარდი დაიბადა 1981 წლის 2 მარტს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში.[1] დაამთავრა ბაირამ-ჰილზის საშუალო სკოლა 1996 წელს.in 1999,[2] ჩააბარა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ტიშის სამხატვრო სკოლაში, თუმცა სამი წლის შემდეგ სწავლა მიატოვა, რათა მიეღო სამსახიობო როლები ბროდვეიზე. უილიამ შექსპირის კომედიაში „ისე, როგორც შენ გიყვარს“ მონაწილეობისას რეჟისორ ნაიტ შიამალანის ყურადღება მიიპყრო. სახელი გაითქვა შაიმალანის 2004 წლის ფილმით „საიდუმლო ტყე“.[3] 2006 წელს მონაწილეობა მიიღო შაიმალანის ფენტეზი თრილერში „გოგონა წყალში“. კენეთ ბრანას ფილმში „ისე, როგორც შენ გიყვარს“ (2006) შესრულებული როლისთვის ნომინირებული იქნა ოქროს გლობუსზე.[4] იმავე წელს გახდა ფილმ „ორქიდეების“ თანასცენარისტი და რეჟისორი.[5] 2007 წელს მიიღო გვენ სტეისის როლი ფილმში „ადამიანი ობობა 3“.[6]
ჰაუარდმა უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა ვამპირი ვიქტორიას როლის განსახიერებით ფილმში „ბინდის საგა: დაბნელება“ (2010).[7] 2009 წელს მონაწილეობდა ტერმინატორი 4“-ში.[8] ფილმი ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მიიღო შერეული შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან.[9] 2011 წელს გადაიღეს ფილმში 50/50. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა კლერ დერინგის როლის შესრულებით ფილმებში „იურული სამყარო“ (2015)[10] და „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“ (2018)[11] — მეოთხე და მეხუთე ფილმი „იურული პარკის“ სერიიდან.
მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიალებზე, მათ შორის: „Teen Choice Awards“,[12] სატელიტისსა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოები.[13]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2007 | ფ | მშობლები | Parenthood | წითური გოგონა |
1995 | ფ | აპოლო 13 | Apollo 13 | გოგო ყვითელ კაბაში |
2000 | ფ | როგორ მოიპარა გრინჩმა შობა | How the Grinch Stole Christmas | გაკვირვებული ჰუ |
2001 | ფ | ბრწყინვალე გონება | A Beautiful Mind | ჰარვარდის სტუდენტი |
2004 | ფ | სიყვარულის წიგნი | Book of Love | ჰითერი |
2004 | ფ | საიდუმლო ტყე | The Village | ივი ელისაბეთ უოლკერი |
2005 | ფ | მანდერლეი | Manderlay | გრეის მარგარეტ მულიგანი |
2006 | ფ | ისე, როგორც შენ გიყვარს | As You Like It | როზალინდი |
2006 | ფ | გოგონა წყალში | Lady in the Water | სტორი |
2007 | ფ | ადამიანი ობობა 3 | Spider-Man 3 | გვენ სტეისი |
2008 | ფ | ალმასის დაკარგვა : ცრემლი | Loss of a Teardrop Diamond | ფიშერ უილოუ |
2009 | ფ | ტერმინატორი 4 | Terminator Salvation | კეთრინ „კეიტ“ ბრიუსტერ კონორი |
2010 | ფ | ბინდის საგა: დაბნელება | The Twilight Saga: Eclipse | ვიქტორია |
2010 | ფ | სხვაგან | Hereafter | მელანი |
2011 | ფ | მოსამსახურე | The Help | ჰილი ჰოლბრუკი |
2011 | ფ | 50/50 | 50/50 | რეიჩელი |
2012 | ფ | ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 2“ | The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 2 | ვიქტორია |
2015 | ფ | იურული სამყარო | Jurassic World | კლერ დერინგი |
2016 | ფ | პიტის დრაკონი | Pete's Dragon | გრეის მიჩამი |
2016 | ფ | ოქრო | Gold | კეი |
2017 | ფ | მაკლარენი | McLaren | თვითონ |
2018 | ფ | იურული სამყარო: დაცემული სამეფო | Jurassic World: Fallen Kingdom | კლერ დერინგი |
2019 | ფ | ადამიანი რაკეტა | Rocketman | შეილა დუაიტი |
2021 | ფ | იურული სამყარო 3 | Jurassic World 3 | კლერ დერინგი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბრაის დალას ჰაუარდი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- ბრაის დალას ჰაუარდი Twitter-ზე
- ბრაის დალას ჰაუარდი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ბრაის დალას ჰაუარდი დაარქივებული 2017-03-03 საიტზე Wayback Machine. — Internet Off-Broadway Database
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bryce Dallas Howard: Actress, Film Actor/Film Actress, Film Actress (1981–). Biography.com. YI / A&E Networks. ციტირების თარიღი: 9 ივნისი, 2018.
- ↑ Raising their voices to raise Byram Hills' 'Guys and Dolls'. lohud.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-30. ციტირების თარიღი: 2015-08-06.
- ↑ Davis, Peter. (26 იანვარი, 2006) Too Good To Be True. Paper. Paper Publishing Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი, 2012. ციტირების თარიღი: 24 მაისი, 2011.
- ↑ Bruno, Mike (2007-12-14). „Golden Globes: The 2008 nominees“. Entertainment Weekly. Time Warner Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-02. ციტირების თარიღი: 2011-05-22.
- ↑ „Film Orchids“. Palm Springs International Film Festival.
|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება) - ↑ Howard's new life includes Spidey and a family. Vancouver Sun. Postmedia Network Inc (2007-05-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-10. ციტირების თარიღი: 2011-05-22.
- ↑ Lipworth, Elaine (2010-06-28). „Twilight: Bryce Dallas Howard interview“. The Daily Telegraph. London: Telegraph Media Group Limited. ციტირების თარიღი: 2011-05-24.
- ↑ Terminator Salvation. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2011-05-22.
- ↑ Huddlestone, Tom. (June 2009) Terminator Salvation (2009). Time Out London. ციტირების თარიღი: 2011-05-22.
- ↑ Marnell, Blair. (9 მაისი, 2015) Jurassic World Cast – A Look at the Characters. ციტირების თარიღი: 7 ივლისი, 2015
- ↑ Rebecca Ford. (23 ივლისი, 2015) 'Jurassic World 2' Set for 2018. The Hollywood Reporter. (Prometheus Global Media). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2017.
- ↑ Teen Choice Awards: Winners List (12 აგვისტო, 2018). ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2018.
- ↑ SAG Awards 2012 winners list. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-31. ციტირების თარიღი: 2018-09-01.