ბრაიან სინგერი
ბრაიან ჯეი სინგერი (ინგლ. Bryan Jay Singer; დ. 17 სექტემბერი, 1965) — ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, კინომწარმებელი კომპანია Bad Hat Harry Productions-ის დამაარსებელი.
ბრაიან სინგერი | |
---|---|
სინგერი ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2015 წელს | |
მშობლიური სახელი | Bryan Singer |
დაბადების სახელი | ბრაიან ჯეი სინგერი |
დაბადების თარიღი |
17 სექტემბერი, 1965[1] ნიუ-იორკი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა |
|
პირველი ფილმი გადაიღო უნივერსიტეტის დაამთავრების შემდეგ 1988 წელს. მისმა ფილმმა „Public Access“ (1993) მიიღო სანდენსის კინოფესტივალის პრიზი 1993 წელს. სინგერმა კრიტიკოსების დიდი შექება დაიმსახურა 1990-იან წლებში შექმნილი ნეო-ნუარული ფილმისთვის „ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები“ (1995), სადაც მონაწილებოდნენ მსახიობები: გებრიელ ბირნი, კევინ სპეისი, სტივენ ბოლდუინი და ბენისიო დელ ტორო. 1998 წელს გადაიღო სტივენ კინგის რომანის ადაპტაცია „ნიჭიერი მოსწავლე“, ხოლო სახელი გაითქვა მაღალბიუჯეტიანი სუპერგმირული ფილმით „იქს-ადამიანები“ (2000), რისთვისაც გადაეცა სატურნის ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის. ამას მოჰყვა გაგრძელება „იქს-ადამიანები 2“ (2003) და „სუპერმენის დაბრუნება“ (2006). შემდეგში გადაიღო მეორე მსოფლიო ომის თემაზე დაფუძნებული თრილერი „ვალკირია (2008). 2011 წელს იყო „იქს-ადამიანები: პირველი კლასის“ თანასცენარისტი და თანაპროდიუსერი, აგრეთვე ფილმ „ჯეკი — გოლიათების მკვლელის“ რეჟისორი 2013 წელს, ისევე როგორც იქს-ადამიანების ორი ფილმის „იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები (2014) და „იქს-ადამიანები: აპოკალიპსი“ (2016) რეჟისორი. 2018 წელს იყო ბიოგრაფიული დრამატული ფილმ „ბოჰემური რაფსოდიის“ რეჟისორი (2018).
1997-2019 წლებში რამდენიმე მამაკაცმა სინგერს ბავშვობისას მათზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი,[2][3][4] თუმცა მან ყველა ბრალდება უარყო, შედეგად რამდენიმე სასამართლო სხდომა გადაიდო. ბრალდებების გამო, 2017 წლის დეკემბერში სინგერი მოიხსნა ფილმ „ბოჰემური რაფსოდიის“ რეჟისორის პოსტიდან, აგრეთვე უარი ეთქვა „წითური სონიას“ რიმეიკის რეჟისორობაზე.[5][6][7]
ფილმები
რედაქტირებაწელი | სახელი | მშობლიური სახელი | როლი | |||
---|---|---|---|---|---|---|
რეჟისორი | პროდიუსერი | სცენარისტი | მსახიობი | |||
1988 | „ლომის თხრილი“ | Lion's Den | დიახ | დიახ | დიახ | დიახ |
1993 | „Public Access“ | Public Access | დიახ | დიახ | დიახ | |
„ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები“ | The Usual Suspects | დიახ | დიახ | |||
1998 | „ნიჭიერი მოსწავლე“ | Apt Pupil | დიახ | დიახ | ||
2000 | „იქს-ადამიანები“ | X-Men | დიახ | ისტორია | ||
2002 | „ვარსკვლავური გზა: შურისგება“ | Star Trek: Nemesis | დიახ | |||
2003 | „იქს-ადამიანები 2“ | X2 | დიახ | აღმასრულებელი | ისტორია | კამეო |
2006 | „სუპერმენის დაბრუნება“ | Superman Returns | დიახ | დიახ | დიახ | |
„აიხედე ცაში: სუპერმენის გასაოცარი ისტორია“ | Look, Up in the Sky: The Amazing Story of Superman | დიახ | ||||
2007 | „Color Me Olsen“ | Color Me Olsen | დიახ | |||
„ფული ან სული“ | Trick 'r Treat | დიახ | ||||
2008 | „ვალკირია“ | Valkyrie | დიახ | დიახ | ||
2011 | „იქს-ადამიანები: პირველი კლასი“ | X-Men: First Class | დიახ | ისტორია | ||
2013 | „ჯეკი — გოლიათების მკვლელი“ | Jack the Giant Slayer | დიახ | დიახ | ||
„შენ გინდა, რომ მე მოგკლა?“ | Uwantme2killhim? | დიახ | ||||
2014 | „იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები“ | X-Men: Days of Future Past | დიახ | დიახ | კონცეფცია | კამეო |
„შეპყრობილი: დებრა ლოგანი„ | The Taking of Deborah Logan | დიახ | ||||
2016 | „იქს-ადამიანები: აპოკალიპსი“ | X-Men: Apocalypse | დიახ | დიახ | დიახ | კამეო |
2018 | „ბოჰემური რაფსოდია` | Bohemian Rhapsody | დიახ | დიახ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბრაიან სინგერი“ ვიკისაწყობში.
- ბრაიან სინგერი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Bad Hat Harry Productions — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bryan Singer biography. Filmreference.com. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2013.
- ↑ French, Alex; Potter, Maximillian (მარტი, 2019). „'Nobody Is Going to Believe You'“. The Atlantic. ციტირების თარიღი: January 23, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Feldman, Dana; Kelsey, Eric. 'X Men' director hit by sex abuse lawsuit weeks before premiere. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2014.
- ↑ Satoodeh, Ramin. „Bryan Singer Allegations Part of Upcoming Sex Abuse Documentary“. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-30. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Wiseman, Andreas. (11 თებერვალი, 2019) Millennium’s ‘Red Sonja’ Movie Put On Back Burner Amid Bryan Singer Controversy. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2019.
- ↑ Tatiana Siegel. Powerful Friends: After Kevin Tsujihara, More Executives Pushed to Cast Actress Charlotte Kirk (13 მარტი, 2019).
- ↑ Pulver, Andrew. (2019-03-15) Bryan Singer reportedly fired from Red Sonja remake. ციტირების თარიღი: 2019-03-16