ბოჭორმის კოშკი (თიანეთის მუნიციპალიტეტი)
ბოჭორმის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის აღმოსავლეთით, 3 კილომეტრზე, ადგილ მქლიავანაში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ნაგებია რიყის, ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით, შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთ კედლის ნაწილი — ორი სართულის სიმაღლეზე (სიმაღლე 5,5 მეტრი). თითოეულ სართულზე სამ-სამი სწორკუთხა ნიშია. სართულშუა გადახურვა ხისა ყოფილა (შემორჩენილია ძელების საყრდენი ბუდეები). კოშკის სამხრეთით გალავნის ნაშთია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 370-371.