ბორში
ბორში (პოლ. barszcz, რუს. და უკრ. борщ, რუმ. borş) — აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში გავრცელებული ბოსტნეულის სუპის ნაირსახეობა, რომლის მთავარი ინგრედიენტი ჭარხალია. რუსეთში და გამოყენების სხვა არეალში მიიჩნევა რომ ეს სუპი წარმოშობით უკრაინიდანაა,[1][2][3] თუმცა ის ყველა ამ ხალხთა ადგილობრივი კულინარიის შემადგენელ ნაწილად ითვლება.
![]() ბორშის ჯამი გაფორმებული კამით და არაჟნით | |
ტიპი | წვნიანი |
---|---|
ასოცირებული ეროვნული სამზარეულო | უკრაინული, სომხური, აზერბაიჯანული, ბელარუსული, ჩინური, ქართული, ლატვიური, ლიეტუვური, მოლდოვური, პოლონური, რუმინული, რუსული |
ტემპერატურა სერვირების დროს | ცხელი ან ცივი |
მთავარი ინგრედიენტები |
ჭარხალი |
ვარიაციები |
მწვანე ბორში, თეთრი ბორში |
ბორშის მომზადების წესი სხვადასხვა კულტურებში ოდნავ განსხვავებულია:
- რუსულ სამზარეულოში ბორშს აუცილებლად აქვს ჭარხალი და კომბოსტო და ხშირად კარტოფილიც.
- უკრაინულ, ბელარუსულ და პოლონურ სამზარეულოებში კარტოფილი და კომბოსტო აუცილებელი ინგრედიენტები არაა. როგორც წესი სუფრაზე მიიტანება პურთან და ცოტაოდენ ნიორთან.
- რუმინულ სამზარეულოში ჭარხალი ბორშის აუცილებელი ატრიბუტი არ არის და ხშირად მიუთითებს ნებისმიერ მჟავე სუპზე და მჟავე ინგრედიენტებზეც.
- ჰონგ-კონგის სტილის დასავლურ სამზარეულოში ბორში ტომატის ბაზაზე მზადდება ჭარხლის ნაცვლად და შეიცავს საქონლის ხორცს, კომბოსტოს, კარტოფილსა და სტაფილოს.
ბორში შეიძლება მომზადდეს და სუფრაზე მირთმეულ იქნას ცივად ან ცხლად. მას ასევე შეიძლება დაემატოს არაჟანი ან მაწონი მომზადების დროს ან სუფრაზე მიტანის შემდეგ.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ბორში — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ბორშის ისტორია, გარდიანი (ინგლისური)
სქოლიორედაქტირება
- ↑ Schultze, Sydney (2000). Culture and Customs of Russia. Greenwood Publishing Group. pp. 65–66. ISBN 978-0-313-31101-7.
- ↑ Marks, Gil (2010). "Borscht". Encyclopedia of Jewish Food. Hoboken: John Wiley & Sons. pp. 196–200. ISBN 978-0-470-39130-3.
- ↑ Lee, Alexander (August 2018). "From Russia with Borscht". History Today. 68 (8).