ლიეტუვური სამზარეულო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლიეტუვური სამზარეულო წარმოდგენილია ლიეტუვის ცივი და ნოტიო კლიმატის შესაფერისი პროდუქტებით. ესენია: ქერი, კარტოფილი, ჭვავი, ჭარხალი, სალათის ფოთოლი, კენკრა და სოკო. ეს ყველაფერი ადგილობრივად მოიპოვება. ლიეტუვისს სამზარეულოში რძის პროდუქტებს დიდი ადგილი უჭირავს. სხვადასხვა სახის დამწნილებისა და დაკონსერვების მეთოდები აქ ოდითგანვე გამოიყენებოდა ზამთრისთვის საკვების შესანახად. სუპები უზომოდ პოპულარულია და ფართოდ მიიჩნევა კარგი ჯანმრთელობის საწინდრად. ვინაიდან ლიეტუვა კლიმატითა და სასოფლო-სამეურნეო ჩვეულებებით ჩრდილოეთ ევროპას ჰგავს, ლიეტუვურ სამზარეულოსაც ბალტიისპირეთისა და ზოგადად ჩრდილოეთის ქვეყნებთან დიდი მსგავსება გააჩნია.

კიბინაი

გერმანულმა ტრადიციებმა გავლენა იქონია ლიეტუვურ სამზარეულოზე, შემოიტანა რა ღორის ხორცისა და კარტოფილის კერძები. მაგალითად: კარტოფილის პუდინგი იგივე კუგელისი, კარტოფილის პიურეთი სავსე ნაწლავები იგივე ვედარაი და ბაროკოს სტილის ხის ფორმის ნამცხვარი - შაკოტისი. ლიეტუველ დიდგვაროვნებს როგორც წესი ფრანგი შეფ-მზარეულები ჰყავდათ დაქირავებული, სწორედ აქედან შემოვიდა ლიეტუვაში ფრანგული სამზარეულოს გავლენა.[1] ყველაზე ეგზოტიკური შთაგონების წყარო აღმოსავლეთის სამზარეულო გახდა, კერძოდ კი თურქულენოვანი ხალხი - ყარაიტები. მათ შემოიტანეს კერძი სახელად კიბინაი, რომელიც შემდგომში პოპულარული გახდა. ლეტუველებსა და სხვა ერებს რომლებიც ლიტვის დიდ სამთავროში ცხოვრობდნენ, ზოგიერთი საერთო კერძი და სასმელი აქვთ. ლიეტუვურ სამზარეულოს ზეგავლენა აქვს მოხდენილი პოლონურ და რუთენულ სამზარეულოებზეც.

აშკარად უხვი და მდიდრული სამზარეულოს მიუხედავად, ლიეტუვაში ჭარბწონიანობა ძალიან ნაკლებადაა გავრცელებული.[2]

 
ლიეტუველების საყვარელი შავი ჭვავის პური

ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური ლიეტუვური საკვები პროდუქტი ჭვავის პურია. მას ყოველდღე მიირთმევენ, საუზმედ, სადილად და ვახშმად. პური მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საოჯახო რიტუალებსა და აგრარულ ცერემონიებში.[3] ტრადიციულად, ლიეტუვური სამზარეულოს მთავარი წევრი სწორედ შავი ჭვავის პურია, რომელიც თეთრ, ხორბლის პურზე ხშირად გამოიყენება. არქეოლოგიური აღმოჩენები ცხადყოფს, რომ IX-XVI საუკუნეების ლიეტუვის პური თანამედროვე ჭვავის პურის მსგავსია.[4]

ფორმალური სუფრის სტრუქტურა

რედაქტირება

ლიეტუვური სუფრის მთლიანი სტრუქტურა, რომელიც როგორც წესი დღესასწაულების დროს გვხვდება.

ცივი სუფრა

რედაქტირება

დაჭრილი ძეხვეული, სალათები და ქაშაყია სუფრის წევრებისთვის მორთმეული. ასევე მათ სთავაზობენ რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ცივ კერძს შორის არჩევანს. ამ ყველაფერს კომპანიონობას შესაძლოა რაიმე სახის აპეტაიზერი უწევდეს, მაგალითად ლიქიორი.

სუპი ლიეტუვური სამზარეულოს შეუცვლელი წევრია. მიუხედავად იმისა, რომ ის მთავარი კერძივით დიდ ყურადღებას ვერ იპყრობს, თავის დანიშნულებას მაინც მშვენივრად ასრულებს.

მთავარი კერძი

რედაქტირება

მთავარ კერძი სუფრასთან ცხელ-ცხელია მორთმეული. ის შესაძლოა იყოს შემწვარი ქათამი, საქონლის ხორცი ან რაიმე ისეთი კერძი, რომლითაც დიასახლისი ყველაზე მეტად ამაყობს. მთავარ კერძს სურვილისამებრ ლუდი ან ღვინო დაუმშვენებს გვერდს.

დესერტს მთავარი კერძიდან გარკვეული დროის შემდეგ მოართმევენ. ის შეიძლება იყოს რაიმე სახის ნამცხვარი ან ხაჭო კენკრითა და ჯემით.

ყავა და ჩაი

რედაქტირება

ყავა და ჩაი ლიეტუველებმა შესაძლოა დესერტს დააყოლონ ან ცალ-ცალკე მიირთვან.

Digestivo (იტალ. მომნელებელი)

რედაქტირება
 
ლიეტუვური ჩამოსასხმელი ლუდი

თუ საინტერესო საუბრებში გართული სტუმრები სუფრას დიდხანს შემორჩნენ, მათ დიჯესტივოს ან დამატებით ყავასა და ჩაის შესთავაზებენ. დიჯესტივო ეს არის უფრო მეტად იტალიაში გავრცელებული ჩვეულება, რაც მსუყე სადილის სპეციალური სახის ალკოჰოლური სასმლით დამთავრებას გულისხმობს. იტალიელებს სჯერათ რომ ეს საკვების უკეთ მონელებაში დაეხმარებათ. აქედან გამომდინარეა სახელიც დიჯესტივო, რაც მომნელებელს ნიშნავს.

ლუდი განსაკუთრებით პოპულარულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ლიეტუვამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა 1990 წელს. რამდენიმე ლიეტუვურ ლუდს საერთაშორისო ჯილდოები აქვთ მიღებული, ადგილობრივ ლუდსახარშებს კი აღორძინების ხანა უდგათ. ლუდი ყველაზე ჩვეული ალკოჰოლური სასმელია. ლიეტუვას მისი დიდხნიანი ისტორია აქვს, პირველად მოხსენიებულია რა მე-11 საუკუნეში. ლუდს უძველესი ბალტიისპირული ფესტივალებისა და რიტუალებისთვის ხარშავდნენ.[5] ძველ ლიეტუვურ ლუდის ხარშვის ღმერთს რაგუტისი ერქვა. აქაური ლუდი არც ისე ცნობილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ლიეტუვა ერთ-ერთი იმ იშვიათი ევროპული ქვეყნების რიგს მიეკუთვნება, რომელსაც დამოუკიდებელი ლუდის ტრადიცია აქვს და უბრალოდ სხვაგან განვითარებული მეთოდებით არ ხარშავს მას.

2015 წლის მონაცემებით, ლიეტუვა ხუთეულშია ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ლუდის რაოდენობით ევროპაში. აქ 75 მოქმედი ლუდსახარშია.

  1. kokia-itaka-lietuvos-virtuvei-padare-prancuzai www.15min.lt(in Lithuanian). Retrieved 26 March 2018.
  2. Lissau, I., et al., Body mass weight and adolescents in 13 european countries, Israel and US. (Abstract), Archives of Pediatrics & Adolescent Medicine, 2004 January; 158(1):27-33.
  3. Lithuanian traditional foods - bread www.lnkc.lt. Retrieved 25 March 2018.
  4. lietuviai-valge-ix-xiv-amziuje-vu-archeologes-istyre-pirma-lietuviska-duona www.15min.lt. Retrieved 14 June 2018.
  5. alus - apeiginis baltu gerimas (PDF). www.llti.lt. p. 18. Archived from the original on 8 August 2019. Retrieved 22 March 2018.