ალექსანდრე ბოროდინი

(გადამისამართდა გვერდიდან ბოროდინი, ალექსანდრე)

ალექსანდრე პორფირეს ძე ბოროდინი (რუს. Александр Порфирьевич Бородин; დ.12 ნოემბერი [ძვ. სტ. 31 ოქტომბერი] , 1833 — გ. 27 თებერვალი [ძვ. სტ. 15 თებერვალი], 1887) — ქართული წარმოშობის[10] რუსი ქიმიკოსი და კომპოზიტორი. იყო „მძლავრი ჯგუფის“ წევრი. ცნობილია სიმფონიებით, ორი კვარტეტით სიმებიანი საკრავებისათვის და ოპერით „თავადი იგორი“.

ალექსანდრე ბოროდინი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 31 ოქტომბერი (12 ნოემბერი), 1833[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[5] [6] [7] [8] [9] [2]
გარდ. თარიღი 15 (27) თებერვალი, 1887[7] [1] [9] [2] [3] [4] (53 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[5] [6] [9] [2]
დასაფლავებულია ტიხვინის სასაფლაო
ალექსანდრე ბოროდინი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსანდრე ბოროდინი ქართველი თავადის — ლუკა გედევანიშვილისა და ავდოტია ანტონოვას ქორწინების გარეშე შვილი იყო, რომელიც გლეხის, პორფირე ბოროდინის, ვაჟად ჩაწერეს.[10] ალექსანდრეს გატაცება მუსიკისა და ენების მიმართ ბავშვობიდანვე იყო წახალისებული.[11] 1856 წელს დაამთავრა სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. 1874-იდან სამედიცინო აკადემიური ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ქალთა უმაღლესი სასწავლებლის, ქალთა საექიმო კურსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და პედაგოგი (1872-1887). XIX ს-ის 50-იან წლებში დაიწყო რომანსების, საფორტეპიანო პიესების კამერულ-საკრავიერი ანსამბლების შექმნა. 1862 წელს გაეცნო მ. ბალაკირევის, ვ. სტასოვის და ამ წრის სხვა წევრთა გავლენით საბოლოოდ ჩამოაყალიბა მისი, როგორც მიხეილ გლინკას მიმდევრის მუსიკალურ-ესთეტიკური შეხედულებანი.

ნამუშევრები ქიმიაში

რედაქტირება
 
ალექსანდრე ბოროდინი

ქიმიაში 40-ზე მეტი ნაშრომი აქვს. ბოროდინს ეკუთვნის ბრომჩანაცვლებული ნაჯერი კარბონმჟავების მიღების ორიგინალური ხერხი. მანვე მიიღო პირველი ფთორორგ. ნაერთი — ბენზოლის ფთორიდი (1862) აღწერა ალდოლი, ალდოლური კონდესაციის რეაქცია.

შემოქმედება

რედაქტირება

ბოროდინის შემოქმედებითი მემკვიდრეობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს კლასიკური მუსიკის საგანძურში.

ბოროდინის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ოპერა „თავადი იგორი“. სამეცნ. და პედ. საქმიანობით გადატვირთული კომპოზიტორი ვერ მუშაობდა ინტენსიურად. ოპერა იწერებოდა 18 წელი და მაინც დაუმთავრებელი დარჩა. (ბოროდინის სიკვდილის შემდეგ იგი დაამთავრეს ნ. რიმსკი-კორსაკოვმა და ალექსანდრე გლაზუნოვმა; დაიდგა 1890, მარიამის თეატრში, სანქტ-პეტერბურგში). ოპერა გამოირჩევა სახეების მონუმ. მთლიანობით, ძლიერი ხალხ. საგუნდო სცენებით და ეროვნული კოლორიტით. „თავადი იგორი“ აგრძელებს გლინკას ეპიკური ოპერის „რუსლანი და ლუდმილას“ ტრადიციებს. ბოროდინი რუსული კლასიკური სიმფონიისა და კვარტეტის ერთ-ერთი შემქმნელია. მისი I სიმფონია (1867) ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვისა და პეტრე ჩაიკოვსკის ამავე ჟანრის ნაწარმოებებთან ერთად წარმოადგენს რუსული სიმფონიზმის ეპიკურ-ჰეროიკული მიმართულების საწყისს. მსოფლიო ეპიკური სიმფონიზმის მწვერვალია ბოროდინის II სიმფონია (1876). კამერულ-საკრავიერი ჟანრის საუკეთესო ქმნილებებია კვარტეტები (I — 1879, II — 1881). ბოროდინი კამერულ-ვოკალური მუსიკის დიდი ოსტატია. მისი ვოკალური ლირიკის ნიმუშია ელეგია „შორეული სამშობლოს ნაპირებისთვის“ (პუშკინის სიტყვებზე). მან პირველმა შემოიტანა რომანსებში 60-იანელთა განმანათ. იდეები („უღრანი ტყის სიმღერა“ და სხვა). შექმნა აგრეთვე სატირულ-იუმორისტული ხასიათის სიმღერები („ყოყლოჩინა“ და სხვა). ბოროდინის შემოქმედებას ამჩნევია რუსული ხალხური და აღმოსავლეთის ხალხთა მუსიკის კვალი („თავადი იგორი“, სიმფონიები, სიმფონიური სურათი „შუა აზიაში“)

ბოროდინის თვითმყოფადმა შემოქმედებამ გავლენა მოახდინა რუს და საზღვარგარეთულ კომპოზიტორებზე. მისი შემოქმედებით ტრადიციებს აგრძელებდნენ საბჭოთა კომპოზიტორები (ს. პროკოფიევი, ი. შაპორინი, გ. სვირიდოვი, ა. ხაჩატურიანი და სხვა). ამ ტრადიციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამიერკავკასიისა და შუა აზიის ხალხთა ეროვნ. მუს. კულტურის განვითარებაში.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

მუსიკალური ნაწარმოებები

რედაქტირება

საორკესტრო ნაწარმოებები

რედაქტირება

კამერულ-ინსტუმენტული ანსამბლისთვის

რედაქტირება

საფორტეპიანო ნაწარმოებები

რედაქტირება

ორი ხელისთვის

რედაქტირება

სამი ხელისთვის

რედაქტირება
  • Полька, Мазурка, Похоронный марш и Реквием из Парафраз на неизменяемую тему (коллективное сочинение Бородина, Н. А. Римского-Корсакова, Ц. А. Кюи, А. К. Лядова; 1878)

ოთხი ხელისთვის

რედაქტირება

რომანსები და სიმღერები

რედაქტირება

ვოკალური ანსამბლისთვის

რედაქტირება
  • Серенада четырёх кавалеров одной даме = Serenade de quatre galants a une dame (А. Бородин; 1868—1872), партитура, для мужского вокального квартета без сопровождения

დაუსრულებელი და დაკარგული ნაწარმოებები

რედაქტირება
  • Царская невеста (1867—1868, наброски, утрачено)[12]
  • Богатыри (1868)
  • Симфония № 3 a-moll (1887, окончена и оркестрована Глазуновым)
  • Неоконченное струнное трио: Для 2-х скрипок и виолончели

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  3. 3.0 3.1 The Fine Art Archive — 2003.
  4. 4.0 4.1 Исаев Ю. Н. Чувашская энциклопедияЧувашское книжное издательство, 2006. — 2567 с. — ISBN 978-5-7670-1471-2
  5. 5.0 5.1 Borodin, Alexander Porfyrievich // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 4. — P. 266.
  6. 6.0 6.1 Бородин Александр Порфирьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1970. — Т. 3 : Бари — Браслет. — С. 577–578.
  7. 7.0 7.1 Н. Грушке Бородин, Александр Порфирьевич // Русский биографический словарьСПб: 1908. — Т. 3. — С. 266–272.
  8. М. Гольдштейн, Н. Соловьев Бородин, Александр Порфирьевич // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1891. — Т. IV. — С. 439–442.
  9. 9.0 9.1 9.2 Э. Бородин // Музыкальный словарь: Перевод с 5-го немецкого издания / под ред. Ю. Д. ЭнгельМосква: Музыкальное издательство П. И. Юргенсона, 1901. — Т. 1. — С. 145–146.
  10. 10.0 10.1 Авдотья Антонова, мать Александра Бородина. Proza.ru. ციტატა: „Авдотья Константиновна Антонова (1808–1876) – мать композитора Александра Бородина, – была «дочерью солдата», как пишут биографы. В 25 лет она родила вне брака сына от грузинского князя Луки Степановича Гедианова. Александр был первым и единственным ребёнком 62-летнего князя. По родословным книгам семейство Гедианова происходило по прямой линии от князя Гедея, который ещё при царе Иване Грозном «из Орды придя». По женской линии Лука Степанович происходил из царского грузинского рода князей Имеретинских: не то бабка, не то прабабка Бородина, была царевной Имеретинской. Лука Степанович очень любил Авдотью Константиновну и сына. Однако, не смотря на то, что князь давно не жил с женой и детей у него не было, о браке не могло быть и речи. Чтобы соблюсти приличия, мальчика записали сыном камердинера князя, Порфирия Бородина, и его жены Татьяны. Авдотья Константиновна вынуждена была выдавать себя за тётушку, а сына Сашеньку называть племянником. Эта «конспирация» сохранялась так долго, что Александр уже зная, что «тётушка» – это его мама, до конца жизни продолжал называть её тётушкой.“ ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2020.
  11. 5 ნიჭიერი პიროვნება, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, როგორც მეცნიერებაში, ისე ხელოვნებაში. ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიო“. ციტატა: „ალექსანდრე პატარა იყო, როცა რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავდა, მოგვიანებით კი მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა დაიწყო. მის კომპოზიციებში ასახულია XIX საუკუნის მეორე ნახევრის მეფის რუსეთის ნაციონალური ენერგია. 10 წლის ბოროდინი ქიმიით დაინტერესდა, წლების შემდეგ კი ეს ინტერესი ცხოვრების საქმედ ექცა. ბოროდინი ნელ-ნელა შევიდა რუსეთის სამედიცინო აკადემიაში, სადაც ასწავლიდა ქიმიას და ატარებდა ცდებს ალდეჰიდებზე.“ ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2020.
  12. Александр Порфирьевич Бородин — Евгений Максимович Браудо — Google Книги