ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბორის იოფანი (რუს. Борис Михайлович Иофан; დ. 28 აპრილი [ძვ. სტ. 16 აპრილი], 1891, ოდესა — გ. 11 მარტი, 1976, მოსკოვი) — საბჭოთა არქიტექტორი.

ბორის იოფანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 16 (28) აპრილი, 1891[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ოდესა[4]
გარდ. თარიღი 11 მარტი, 1976(1976-03-11)[1] [5] [6] (84 წლის)
გარდ. ადგილი ბარვიხა[7]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო[7]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[6]
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი Grekov Odesa Art school
მნიშვნელოვანი პროექტები House on the Embankment
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, სსრკ სახალხო არქიტექტორი და მოსკოვის 800 წლისთავის მედალი
მეუღლე Olga Iofan[8]
პარტნიორ(ებ)ი Olga Iofan[8]

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
სახლი სანაპიროზე, მოსკოვი (ამჟამად)

დაიბადა ოდესაში. 1911 წელს დაამთავრა ოდესის სამხატვრო სასწავლებელი, მუშაობდა პეტერბურგში არქიტექტორ ა. ტამანიანის თანაშემწედ. შემდეგ რომში მიემგზავრება, სადაც სახვითი ხელოვნების ინსტიტუტში აბარებს, რომელსაც 1916 წელს ამთავრებს.

იოფანი რუსეთში 1924 წელს დაბრუნდა უკვე როგორც გამოცდილი პროფესიონალი, სათანადო არქიტექტურული და ტექნიკური მომზადებით. ამ პერიოდისთვის მას უკვე გააჩნდა რამდენიმე რეალიზებული პროექტი იტალიაში.

1927–1931 წლებში იოფანი აპროექტებს და ხელმძღვანელობს სერაფიმოვის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას (ე. წ. "სახლი სანაპიროზე", რუს. «Дом на набережной»).

იოფანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია განუხორციელებელი საბჭოების სასახლე მოსკოვში - გიგანტური ნაგებობა, რომლის თავზე ლენინის უზარმაზარი ქანდაკება უნდა მდგარიყო. სასახლის ასაგებად გამოიყო ადგილი, რომელზეც მაცხოვრის ტაძარი იდგა. ტაძარი დაანგრიეს, თუმცა მის ადგილას მოგვიანებით აუზი "მოსკოვი" შეიქმნა.

ომისშემდგომ წლებში იოფანემ მოსკოვში შექმნა ნავთობისა და სამთო ინსტიტუტების კომპლექსები (1947–1950), ფიზიკური კულტურის ცენტრალური ინსტიტუტის პროექტი იზმაილოვოში, ასევე ხელმძღვანელობდა ფართომასშტაბიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას იზმაილოვოსა და მარიინკაში.

მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორის საპატიო წოდება (1970) და დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #124614086 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Charnley J. Iofan, Boris // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T041434
  3. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  4. Иофан Борис Михайлович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  5. StructuraeRatingen: 1998.
  6. 6.0 6.1 The Fine Art Archive — 2003.
  7. 7.0 7.1 https://bigenc.ru/c/iofan-boris-mikhailovich-18469b
  8. 8.0 8.1 Антонелла д’Амелия, Даниела Рицци, Аньезе Аккаттоли, Адриано Амендола, Эмануэла Артом, Лоран Бегэн, Маттео Бертеле, Владимир Бойков, Эннио Бордато, Марко Брешани, Мария Васильева, Раффаэлла Вассена, Антонелло Вентури, Патриция Вероли, Стефано Гардзонио, Эльда Гарэтто, Катерина Грациадеи, Симоне Гуаньелли, Антонелла д’Амелия, Марция Дати, Чезаре Де Микелис, Патриция Дeотто, Джузеппина Джулиано, Анна Джуст, Марта Дзуккелли, Чинция Кадаманьяни, Марко Каратоццоло, Лаура Кверчоли, Владимир Кейдан, Джузеппина Ларокка, Арнальдо Марконе, Сара Маццуккелли, Мария Пиa Пагани, Лаура Пикколо, Донателла Поссамаи, Людмила Правоверова, Даниела Рицци, Сильвана Синиси, Бьянка Сульпассо, Паола Ферретти, Элизавет Хауслер, Татьяна Цивьян, Паола Чони, Андрей Шишкин, Алексей Юдин Русское присутствие в Италии в первой половине ХХ векаРОССПЭН, 2019. — ISBN 978-5-8243-2316-0
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბორის_იოფანი“-დან