ბორის ივანეს ძე გუჯეჯიანი (დ. 20 აგვისტო, 1909, სოფ. ჭოლაში, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი, — გ. 13 აპრილი, 1993, თბილისი) — ქართველი ინჟინერ-გეოლოგი, ქვანახშირის მრეწველობის ორგანიზატორი საქართველოში. III რანგის სამთო გენერალი (1945), საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1969).

დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი (1931). 1935-1937 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიურ–საძიებო ფაკულტეტის დეკანი და საწვავი წიაღისეულის გეოლოგიური კათედრის გამგე; სოფელ ცანის სამთო–მეტალურგიული კომბინატის მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1941-1945 წლებში სსრკ ქიმიური მრეწველობის სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი; 1945-1952 წლებში კომბინატ „საქნახშირის“ უფროსი; 1953-1956 წლებში საკავშირო ნახშირის ინსტიტუტის დირექტორი; 1957-1958 წლებში საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს ნახშირების, ნავთობისა და სამთამადნო მრეწველობის სამმართველოს უფროსი; 1959-1962 წლებში კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1962-1976 წლებში საქართველოს საწარმოო გეოლოგიური სამმართველოს უფროსი. დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს მინერალური ნედლეულის მრავალი სახეობის სამრეწველო მარაგის დადგენაში. გუჯეჯიანი იყო საქართველოს ქვანახშირის საბადოების (ტყიბულ-შაორი, ტყვარჩელი) პეტროგრაფიისა და ქიმიის აღიარებული მკვლევარი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Липтобиолитовые угли и сланцы 239 ткибульского месторождения, «საქართვ. მეცნ. აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინ-ტის შრომები», 1950, ტ. 3;
  • Взаимосвязь петрографического состава ткибульских углей с их обогатимостью и химико-технологическими свойствами, «Труды лаборатории геологии угля АН ссср », Л., 1956, вып. 6; * * * Атлас углей Кавказа, М., 1961 (მთ. რედ. და თანაავტ.).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩიჩუა ბ., ზუსაშვილი ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 238.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება