ბორის გრიგოლაშვილი
ბორის არკადის ძე გრიგოლაშვილი (დ. 26 ოქტომბერი, 1933, თბილისი — გ. 29 ოქტომბერი, 1993, ქუთაისი, დაკრძალულია თბილისში) — ქართველი სამხედრო მეთაური, გენერალ-მაიორი (1993).
ბორის არკადის ძე გრიგოლაშვილი | |
---|---|
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს (1992) | |
დაბადების თარიღი | 26 ოქტომბერი, 1933 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 29 ოქტომბერი, 1993 (60 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ქუთაისი, საქართველო |
კუთვნილება |
სსრკ საქართველო |
ჯარის სახეობა | სახმელეთო ჯარები |
სამხედრო სამსახურის წლები |
სსრკ-ის შეიარაღებული ძალები (1953-1989) საქართველოს შეიარაღებული ძალები (1992-1993) |
წოდება |
პოლკოვნიკი (სსრკ) (1980) გენერალ-მაიორი (საქართველო) (1993) |
ბრძოლები/ომები |
ქართულ-ოსური კონფლიქტი (1992) აფხაზეთის ომი (1992-1993) |
ჯილდოები |
სსრკ-ის 3 ორდენი და 14 მედალი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (1993) |
დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი (1956). მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში (1953-1989), ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება (1980), დაჯილდოებულია სსრკ-ის 3 ორდენით და 14 მედლით.
1992 წლიდან თებერვლიდან იყო ქართულ არმიაში: საქართველოს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ოპერატიული სამმართველოს უფროსი, 1993 ივლისიდან — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი, კორპუსის სარდლის პირველი მოადგილე.
1992-1993 წლებში ბორის გრიგოლაშვილი მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში (ცხინვალის რეგიონი). მისი ხელმძღვანელობით დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა მრავალი სამხედრო ოპერაცია. იგი სასიკვდილოდ დაიჭრა და გმირულად დაიღუპა ბრძოლაში აფხაზეთის ომში. „ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირული თავდადებისა და მამაცობისათვის, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყოფილი სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატებისათვის, შემუშავებული და განხორციელებული საბრძოლო ოპერაციებისათვის“ გენერალ-მაიორი ბორის გრიგოლაშვილი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (1993).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 150.
- დოლიძე ლ., გენერალისიმუსი, მარშლები, გენერლები, ადმირალები — ჩვენი თანამემამულენი 1700-2000, თბ., 2000. — გვ. 111, 176.
- დოლიძე ლ., გენერლები საქართველოდან: საქართველოს გენერალიტეტის სამსაუკუნოვანი მატიანე, თბ., 2003. — გვ. 441, 659.