ბორის ალექსანდროვი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბორის ალექსანდრეს ძე ალექსანდროვი (რუს. Борис Александрович Александров; დ. 4 აგვისტო, 1905, ბოლოგოე17 ივნისი, 1994, მოსკოვი) — რუსი საბჭოთა კომპოზიტორი. 1946-1986 წლებში იყო მამის, ალექსანდრე ვასილის ძე ალექსადროვის დაარსებული ალექსანდროვის ანსამბლის მეორე ხელმძღვანელი. ალექსანდროვმა გენერალ-მაიორის თანამდებობამდე მიაღწია. მას მიენიჭა სსრკ სახალხო არტისტის (1958) და სოციალისტური შრომის გმირის (1975) წოდება. მიღებული აქვს 3 ლენინის ორდენი (1949, 1967 და 1975), სტალინური პრემია (1950) და ლენინური პრემია (1978) .[5] ალექსანდროვის მუსიკას იყენებენ „ტრანსნისტრიას“ ჰიმნში.

ბორის ალექსანდროვი

ალექსანდროვი მარჯვნივ
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 22 ივლისი (4 აგვისტო), 1905
დაბ. ადგილი ბოლოგოე[1]
გარდ. თარიღი 17 ივნისი, 1994(1994-06-17)[2] [3] [4] (88 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[4]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
ბორის ალექსანდროვი ვიკისაწყობში

ცხოვრება

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ალექსანდროვმა მუსიკალური კარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად იგი იყო მოსკოვის დიდ თეატრში არსებული ბავშვთა გუნდის მევიოლინე. იგი გუნდში ისეთ მომღერლებთან ერთად იყო, როგორიცაა თეოდორ შალიაპინი. 1923-1919 წლებში სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში. 1929-1937 წლებში იგი მართავდა წითელი არმიის ახლად დაარსებული ცენტრალური თეატრის მუსიკალურ განყოფილებას, ხოლო 1933-1941 წლებში იყო მოსკოვის კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი. 1937 წელს გახდა ალექსანდროვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე. ის ასევე იყო კომპოზიტორი, წერდა სიმფონიური და კამერული ინსტრუმენტული მუსიკის სხვადასხვა ჟანრში.[6]

ანსამბლის ლიდერობა

რედაქტირება

ბორის ალექსანდროვი იყო კომპოზიტორი, ორგანიზატორი, დირიჟორი, მუსიკის კრიტიკოსი, მხატვარი და მასწავლებელი: XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა რუსეთის სამხედრო მუსიკაში. მან მოამზადა მრავალი შესანიშნავი სოლისტი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბორის ალექსანდროვის ხელმძღვანელობით ანსამბლმა სამოცდარვჯერ იმოგზაურა საზღვარგარეთ.[7] მან განაგრძო მამის ცენტრალური იდეა: რომ გუნდი უმთავრესი იყო ანსამბლისთვის, და რომ გუნდის გარეშე არ იქნებოდა ანსამბლი.[8]

გრძელი კარიერის დახურვა

რედაქტირება

1985 წელს საჯაროდ აღინიშნა მისი 80 წლის დაბადების დღე. 1987 წელს ალექსანდროვი საბოლოოდ გავიდა პენსიაზე. მთავარ დირიჟორობას თავი დაანება 1994 წელს; ამავე წელს გარდაიცვალა; დაკრძალულია მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოში.[9]

ჯილდოები

რედაქტირება

ალექსანდროვის ფოტოები და ფილმები აჩვენებს, რომ მას დიდი რაოდენობით მედალი აქვს მოპოვებული. გარდა ზემოხსენებულისა, მას ანსამბლის ფორმირებაში დახმარებისათვის შრომის მედალიც (1939) გადაეცა. გარდა ამისა აქვს შემდეგი მედლები და ჯილდოები: რუსეთის დამსახურებული არტისტი (1944); ლეიტენანტი პოლკოვნიკის წოდება (1946); რუსეთის სახალხო არტისტი (1948); პოლკოვნიკის ორდენი (1948); ლენინის ორდენი (1949); საკონცერტო სპექტაკლებისთვის პირველი ხარისხის სტალინური პრემია (1950); სსრკ სახალხო არტისტი (1958); გენერალ-მაიორის წოდება (1972); სოციალისტური შრომის გმირი კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის (1972); ლენინური პრემია (1978); ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (1985).[10] მთლიანობაში მან სამჯერ მიიღო ლენინის ორდენი და ასევე მიღებული აქვს: შრომის წითელი დროშის ორდენი, სამამულო ომის ორდენი (პირველი კლასის) და გლინკას სახელობის სახელმწიფო პრემია (1985).