ბონას მთა
ბონას მთა (ინგლ. Mount Bona) — მთა აღმოსავლეთ ალიასკაში, აშშ-ში. წმინდა ილიას მთების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მთა, მეხუთე ყველაზე მაღალი მთა შეერთებულ შტატებში. ბონას მთა, ისევე როგორც მისი მეზობელი მთა ჩერჩილი, დიდი ზომის, ყინულით დაფარული სტრატოვულკანია.
ბონას მთა | |
---|---|
Mount Bona | |
კოორდინატები: ჩრდილოეთი ამერიკა 61°23′08″ ჩ. გ. 141°44′55″ დ. გ. / 61.38556° ჩ. გ. 141.74861° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
ტერიტორიული ერთეული | ალასკა |
სიმაღლე | 5040[1] მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 2100 მ |
იზოლაცია | 80 კმ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
პირველი ასვლა | 1930 წლის 2 ივლისი |
ბონა, ჩრდილოეთ ამერიკის ვულკანებს შორის, სიმაღლით მეოთხე ადგილზეა, ორისაბის, პოპოკატეპეტლისა და ისტაქსიუატლის შემდეგ. [2]
მთას სახელი დაარქვა აბრუცის ჰერცოგმა, პრინც ლუიჯი ამედეომ,[3] 1897 წელს, როდესაც იგი წმინდა ილიას მთაზე ასვლისას დაინახა. ბონას მთაზე პირველად 1930 წელს ავიდნენ ალენ კარპე, ტერის მური და ენდრიუ ტეილორი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mount Bona, peakbagger.com
- ↑ Mount Bona. U.S. Geological Survey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 17 February 2019
- ↑ Mount Bona. გეოგრაფიული სახელწოდებების საინფორმაციო სისტემა, აშშ-ის გეოლოგიური სამსახური.