ბოლოლაყუჩიანები (ლათ. Opisthobranchia) — რბილტანიანი ცხოველების ქვეკლასი მუცელფეხიანების კლასისა. უმრავლესობის ნიჟარა რედუცირებულია. ქვეკლასში 11 რიგი და 10000-მდე სახეობაა. სუნთქვის ორგანო დანაოჭებული ქტენიდიუმია (ნამდვილი ლაყუჩი), რომელიც ხშირად რედუცურებულია და სუნთქვის ფუნქციას კანის სპეციალური გამონაზარდები (მეორეული ლაყუჩები) ან სხეულის მთელი ზედაპირი ასრულებს. ბოლოლაყუჩიანები სარეწაო ცხოველების (ზოგი ვეშაპისნაირის) საკვებს წარმოადგენენ, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ზღვის ნივთიერებათა ბრუნვაში. ბინადრობენ მსოფლიო ოკეანის ყველა სიღრმეზე, მცირე რაოდენობით მტკნარ წყალშიც გვხვდებიან. არიან მტაცებელი და მცენარისმჭამელი ფორმები.

ბოლოლაყუჩიანები
Hermissenda crassicornis
Hermissenda crassicornis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  მოლუსკები
კლასი:  მუცელფეხიანები
ქვეკლასი:  ბოლოლაყუჩიანები
ლათინური სახელი
Opisthobranchia

ლიტერატურა

რედაქტირება