ბოლნისის ბრძოლა
ბოლნისის ბრძოლა — საქართველოს ლაშქრის ბრძოლა ხვარაზმელების წინააღმდეგ ბოლნისის მახლობლად 1227 ან 1228 წელს. ჯალალედინის 1225-1226 წლების ლაშქრობებით განადგურებამდე მისული საქართველო მეზობელ მუსლიმან მმართველებს (რუმის სულთანს, ხლათის მმართველ შაჰარმენს და სხვა) დაუკავშირდა და ხვარაზმშას წინააღმდეგ ბრძოლის სამზადისსს შეუდგა. ჯალალედინმა დროულად შეიტყო ეს და გადაწყვიტა დაესწრო მოკავშირეებისათვის. თავდაპირველად 1227 წელს ხვარაზმში მუღანის ველზე დაბანაკდა, ხოლო საქართველოს ლაშქარი, რომლის შემადგენლობაში ჩრდილოკავკასიელი მეომრებიც იყვნენ — ნაჭარმაგევში (ისტორიკოს ნესევის ცნობით, ქართველთა ლაშქარი 40 000 აღემატებოდა). ნაჭარმაგევიდან საქართველოს ჯარი თბილისზე გავლით სამხრეთით დაიძრა. ამ დროს ხვარაზმელები უკვე ბოლნისის ხეობაში იდგნენ. ქართველები იძულებული გახდნენ მოკავშირე მაჰმადიანური ქვეყნების ლაშქრის მოსვლამდე შებმოდნენ მტერს, სასტიკ ბრძოლაში დამარცხდნენ და დიდი ზარალით უკუიქცნენ. ჯალალედინმა დაარბია და გაძარცვა საქართველოს სხვადასხვა მხარეები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 452-453.