ალ-ნასავი, ალ-ნესევი, შიჰაბ ალ-დინ მუჰამად იბნ აჰმად იბნ ალი იბნ მუჰამად ალ-მუნში (დ. წ. უცნობია — გ. 1249, ალეპო) — ხვარაზმშაჰთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის ჯალალედინის პირადი მდივანი (მუნში) და ისტორიკოსი. მისი „სულთან ჯალალედინ მანქბურნის ცხოვრება“ (არაბულ ენაზე) მნიშვნელოვანი წყაროა მონღოლთა პირველი შემოსევების შესახებ. ნაშრომში არის საყურადღებო ცნობები ამიერკავკასიის, კერძოდ საქართველოში, ხვარაზმელთა შემოსევების შესახებ.

ლიტერატურა

რედაქტირება