ბოიანა სტამენოვი (სერბ. Бојана Стаменов; დ. 24 ივნისი 1986, ბელგრადი) — სერბი მომღერალი. ცნობილია, როგორც სოულის, ჯაზის და რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებელი, 2015 წლის მაისში წარადგინა სერბეთი ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით „Beauty Never Lies“ („Ceo svet je moj“), ქულათა საერთო ჯამში მე-10 ადგილზე გასვლით.[1] ის ასევე თეატრ Boško Buha-ში ბელგრადში[2] ბავშვებისთვის გამართულ თეატრალურ წარმოდგენებში იღებს მონაწილეობას. მან ჰქონდა სოლო-კონცერტი 2015 წლისს 13 ივნისს სავა-ცენტრში ბელგრადში,[3] სადებიუტო ალბომზე მუშაობისას მან განაცხადა, რომ ყველა ჩანაწერი იქნება ინგლისურ ენაზე.[4]

ბოიანა სტამენოვი

ბოიანა სტამენოვი ევროვიზია 2015-ზე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 24 ივნისი, 1986 (1986-06-24) (38 წლის)
დაბ. ადგილი ბელგრადი; სერბეთი
წარმოშობა სერბეთის დროშა სერბი
ჟანრ(ებ)ი სოული; ჯაზი; რიტმ-ენდ-ბლუზი; ფანკი; ელექტროპოპი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ბარბითი
აქტიური 2009 წლიდან დღემდე
ბოიანა სტამენოვი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბოიანა სტამენოვი დაიბადა 1986 წლის 24 ივნისს სიმღერა 7 წლის ასაკში დაიწყო. პირველად მსმენელთა წინაშე წარდგა ლუნა-პარკის მოძრავ სცენაზე. დაამთავრა მუსიკალური სკოლის სამი განყოფილება: გიტარაზე დაკვრა, ბარბითი და რენესანსული მღერა. სკოლაში სწავავლის პერიოდში ასრულებდა ბლუზს უფროს დასთან ერთად და მონაწილეობდა მრავალ ბლუზ ფესტივალებში. მას შემდეგ, რაც მან მიიღო რამდენიმე კარაოკე კონკურსში მოონაწილეობა, ბოიანამ საბოლოოდ შეძლო გასულიყო ეროვნულ დონეზე. ის 2012 წელს გახდა 3 სეზონის ფინალისტი პროექტისა „Ja imam talenat“ („მე მაქვს ნიჭი“), სადაც დაიპყრო ფართო აუდიტორიის ყურადღება თავისი ძლიერი ვოკალითა და ბრწყინვალე სცენური შესრულების წყალობით. სერბეთში მან მიიღო არეტა ფრანკლინის არაოფიციალური ადგილობრივი ტიტული.[5]