ბოვერი
ბოვერი, ასევე ბავრი (ინგლ. Bowery; /ˈbaʊəri/[1]) — ქუჩისა და მცირე უბნის სახელი მანჰეტენის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ნიუ-იორკში. უბნის საზღვრებია აღმოსავლეთის მე-4 ქუჩა და ისტ-ვილიჯი ჩრდილოეთით, კანალის ქუჩა და ჩაინატაუნი სამხრეთით, ალენის ქუჩა და ქვემო ისტ-საიდი აღმოსავლეთით და ბოვერი (ქუჩა) და პატარა იტალია დასავლეთით.
1807 წლამდე, როგორც ქუჩა, ბოვერი ცნობილი იყო სახელით "ბოვერი ლეინი" (Bowery Lane) და პიტერ სტაივეზანის ფერმისკენ (ან ბუვერიჯი - bouwerij) მისასვლელი გზის როლს ასრულებდა. ამჟამად ის ჩეთამის ქუჩიდან იწყება სამხრეთით და კუპერის მოედანზე მთავრდება ჩრდილოეთით. მნიშვნელოვანი ქუჩები, რომლებიც ბოვერის კვეთს, არის კანალის ქუჩა, დელანსის ქუჩა, ჰაუსტონის ქუჩა და ბლიკერის ქუჩა. ნიუ-იორკის მეტროს სადგური სახელად "ბოვერი" (J, M და Z ხახები) მდებარეობს ბოვერისა და დელანსის ქუჩების გადაკვეთაზე.
გრინვიჩ-ვილიჯი↖ | ↑გრამერსი↑
ბოვერი |
↗ალფაბეტ-სიტი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.dictionary.com/browse/bowery Bowery at dictionary.com