შარლ ბოდლერი

XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი პოეტი
(გადამისამართდა გვერდიდან ბოდლერი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შარლ პიერ ბოდლერი (Charles Pierre Baudelaire; დ. 9 აპრილი, 1821, პარიზი ― გ. 31 აგვისტო, 1867, იქვე) — XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი პოეტი; ასევე მნიშვნელოვანი კრიტიკოსი და მთარგმნელი.

შარლ ბოდლერი
ფრანგ. Charles Baudelaire
დაბადების თარიღი 9 აპრილი, 1821(1821-04-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი former 11th arrondissement of Paris
გარდაცვალების თარიღი 31 აგვისტო, 1867(1867-08-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [10] [11] [12] [13] (46 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[15]
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო
საქმიანობა პოეტი[16] [14] , ხელოვნების კრიტიკოსი[17] , ესეისტი, მთარგმნელი[18] , მწერალი[19] [20] , ლიტერატურული კრიტიკოსი, მთარგმნელი[14] , კრიტიკოსი და ჟურნალისტი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[21]
ალმა-მატერი ლუი დიდის ლიცეუმი და სენტ-ლუის ლიცეუმი
ჟანრი ელეგია და დეკადენტიზმი
Magnum opus Les Fleurs du mal, Les Paradis artificiels, Le Peintre de la vie moderne, Reflections on Some of My Contemporaries, La Fanfarlo, Le Spleen de Paris და The Albatross
ჯილდოები კონკურ ჟენერალ
მეუღლე
პარტნიორ(ებ)ი Jeanne Duval
ხელმოწერა

ცხოვრება და შემოქმედება

რედაქტირება

მამა, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მონაწილე ადრე გარდაეცვალა. მამინაცვალთან დაძაბულმა ურთიერთობამ მძიმე დაღი დაასვა მის ხასიათს. კოლეჯის დამთავრების შემდეგ სამსახური არ დაუწყია, ოჯახსაც გაერიდა და წერას მიჰყო ხელი. მისი პირველი ლექსები („ალბატროსი“, „კრეოლ ქალს“) და სტატიები ფერწერის საკითხებზე 40–იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნდა. პოეტური შეგირდობის პერიოდში გატაცებული იყო პიერ დე რონსარით, კლემან მაროთი, აგრიპა დ'ობინიეთი. ღრმად სწავლობდა სტენდალის, ბალზაკის შემოქმედებას, განმანათლებლებს. მისი ესთეტიკური მრწამსის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინეს სტენდალმა, გუსტავ ფლობერმა, აგრეთვე ედგარ ალან პომ, რომლის ნაწარმოებების თარგმანსაც ბოდლერმა 17 წელი მოანდომა.

1848 წლის რევოლუციის დღეებში ბარიკადებზე იბრძოდა. დაწერა ლექსი „აბელი და კაენი“ – ფრანგ. რევოლუციური პოეზიის ბრწყინვალე ნიმუში. იბრძოდა კონსერვატიული რომანტიზმისა და „პარნასისესთეტიზმის წინააღმდეგ. ამ პერიოდის ლექსებში თვალსაჩინოა მისი დაინტერესება სოციალური საკითხებით. მაგრამ რევოლუციის დამარცხებამ და ე.წ. მეორე იმპერიის დამყარებამ მკვეთრად შეცვალა ბოდლერის პოეზიის განწყობილება. საზოგადოებრივი პროგრესი პოეტისათვის ქიმერად იქცა. თანდათანობით დაიხვეწა ბოდლერის ძირითადი პოეტური კრებულებისათვის ესოდენ დამახასიათებელი სახელწოდებაც: წიგნის სათაურების ვარიანტები („ლესბოსელი ქალები“, „ლიმბები“, „ჯოჯოხეთის რკალები“) იცვლებოდა შემოქმედებითი ძიების პროცესში, ვიდრე 1857 წელს გამოსულ კრებულს არ დაერქვა „ბოროტების ყვავილები“ (1861 და 1869 წლებში გამოქვეყნდა ამ კრებულის შევსებული გამოცემებიც). ბოდლერის მიერ მკაცრად მოფიქრებული არქიტექტონიკის შესაბამისად, წიგნი შედგება შემდეგი განყოფილებებისგან: „სპლინი და იდეალი“, „პარიზული სურათები“, „ღვინო“, „ბოროტების ყვავილები“, „ამბოხი“ და „სიკვდილი“. აქ პოეტმა თავი მოუყარა ადრინდელ პერიოდში დაწერილ ლექსებსაც, თუმცა კრებულში მაინც გატარებულია პოეტის საბოლოოს ესთეტიკური მრწამსი: ცხოვრებაში ბოროტება ბატონობს და ხელოვნებაშიც ეს ტრაგიკული ფაქტი უნდა ისახებოდეს. ბოდლერი მრავალგზის აღნიშნავდა, რომ „ბოროტების ყვავილები“ შემთხვევითი ლექსებისგან შედგენილი კრებული არ არის, არამედ ერთიანი კონცეფციით შექმნილი „წიგნი“.

„ბოროტების ყვავილები“ კონტრასტის პრინციპითაა აგებული: მასში დაპირისპირებულია სიცოცხლისა და სიკვდილის, სპლინისა და იდეალის თემები. ბოდლერი მტკივნეულად აღიქვამს მისი თანამედროვე საზოგადოების სიმახინჯეს და მაშინაც, როდესაც გამოსავალს ვერ ხედავს, რჩება პირდაპირი და უკომპრომისო. ბოდლერის სხვა თხზულებებიდან აღსანიშნავია წიგნი „ხელოვნური სამოთხენი“ (1860), მისი გარდაცვალების შემდეგ შედგენილი ლექსთა კრებული „ნამსხვრევები“ (1866), კრიტიკული წერილები ხელოვნებათმცოდნეობის საკითხებზე („1845 წლის სალონი“, „1846 წლის სალონი“, „კლასიკოსთა მუზეუმი“), სადაც იგი ავითარებდა თანამედროვე რომანტიზმსა და საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდის მხატვართა შორის ნათესაობის იდეას. ბოდლერი განსაკუთრებითი აღტაცებით წერდა დელაკრუას, დავიდის, ენგრის ხელოვნებაზე, დომიეს პოლიტიკურ კარიკატურაზე, მიქელანჯელოსა და გოიას შემოქმედებაზე.

მნიშვნელობა

რედაქტირება

ბოდლერის პოეზიას დიდი რეზონანსი ჰქონდა როგორც თანამედროვე, ისე მომდევნო თაობის მწერალთა შორის. კერძოდ, მის სახელს უკავშირებდნენ დეკადენტური ლიტერატურის განვითარებას, მაგრამ წმინდა „ბოდლერისეული“ განწყობილებებისა და თემების გარდა ამ დიდ რეზონანს საფუძვლად უდევს პოეტის პროგრესული ჰუმანისტური ტენდენციებიც, აგრეთვე მისი ლექსების კლასიკურად მკაცრი, დახვეწილი სტილი, გასაოცარი ბგერწერა, რიტმულობა, მკაფიო გამომსახველობა. საქართველოში ბოდლერის პოეზიით დაინტერესებულები იყვნენ „ცისფერყანწელები“. მისი გავლენა იგრძნობა პაოლო იაშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების ადრეულ ეტაპებზე.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
 
ბოდლერის პორტრეტი, გუსტავ კურბე, 1848.
  • 1845 წლის სალონი, 1845
  • 1846 წლის სალონი, 1846
  • ფანფარლო, 1847
  • ბოროტების ყვავილები, 1857
  • ხელოვნური სამოთხენი, 1860
  • ფიქრები ჩემს თანამედროვეებზე, 1861
  • მხატვარი თანამედროვე ცხოვრებაში, 1863
  • ესთეტიკური ღირსშესანიშნაობები, 1868
  • რომანტიკული ხელოვნება, 1868
  • პარიზის სპლინი / პატარა ლექსები პროზად, 1869
  • გარდაცვალების შემდგომი კრებული და პირადი კორესპონდენცია, 1887-1907
  • ნამსხვრევები, 1897
  • ჩემი გამხელილი გულისთქმა, 1897
  • სრული შემოქმედება, 1922-53 (19 vols.)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Charles Baudelaire
  3. 3.0 3.1 Charles BaudelaireOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Nationalencyklopedin — 1999.
  6. 6.0 6.1 Find a Grave — 1996.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 GeneaStar
  11. 11.0 11.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  12. 12.0 12.1 Babelio — 2007.
  13. 13.0 13.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  14. 14.0 14.1 14.2 The Fine Art Archive — 2003.
  15. Бодлер Шарль // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  16. Union List of Artist Names — 2018.
  17. Union List of Artist Names — 2021.
  18. Bibliothèque nationale de France Record #118905823 // BnF catalogue généralParis: BnF.
  19. Deutsche Nationalbibliothek Record #118507184 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  20. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  21. Biblioteca Virtual Miguel de Cervantes — 1999.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შარლ_ბოდლერი“-დან