ბოგის მღვიმე
მღვიმე საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან ბოგის საყინულე)
ბოგის მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხვამლის კირქვულ მასივში, ზღვის დონიდან 1710 მ. გამომუშავებულია ქვედა ცარცულ კირქვებში. მღვიმეში ჩასასვლელი იხსნება კარსტული ძაბრის ფსკერზე და საფეხურად ეშვება სიღრმეში. ნაპრალების გადაკვეთის ადგილებში გვხვდება დარბაზები. მღვიმის გამოკვლეული ნაწილის ჯამური სიღრმე 50 მეტრს აღწევს. მღვიმეში არის თოვლ-ფირნისა და ყინულების წარმონაქმნები. ვარაუდობენ, რომ ბოგაში ჩაჟონილი წყლები კვებავს ვერძისთავის ვოკლუზს.
ბოგის მღვიმე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 1710 მ |
სიღრმე | 50 მ |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ტატაშიძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 451.