ბოგდო-ულა, ბოგდო-ოლა — ქედი ჩინეთში, აღმოსავლეთ ტიან-შანში. გადაჭიმულია განედური მიმართულებით დაახლოებით 300 კმ-ზე. ჩრდილოეთით შემოსაზღვრავს ტურფანის ღრმულს, ხოლო სამხრეთით ჯუნგარის ვაკეს. სიმაღლე 5445 მ (მთა ბოგდა-ფენგი). აგებულია უმეტესწილად კამბრიუმამდელი და პალეოზოური ქანებით. კალთები დამრეცია, მრავალი მწვერვალი ალპური ტიპისაა. არის მყინვარები და მუდმივი თოვლი. ქვედა სარტყელში ჭარბობს უდაბნო და სტეპური ლანდშაფტები. 1700-2900 მ სიმაღლეზე მდელოების სარტყელია და წიწვოვანი ტყეები (ძირითადად ჩრდილოეთ კალთებზე). 2900-3700 მ-ზე მაღალმთიანი ბუჩქნარები და ალპური მდელო, უფრო მაღლა ნივალური სარტყელია. მთა ბოგდო-ულის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1907 მ სიმაღლეზე მდებარეობს ტბა ტიანჩი.

ბოგდო-ულა
ტბა ტიანჩი
ტბა ტიანჩი
კოორდინატები: 43°33′ ჩ. გ. 89°14′ ა. გ. / 43.550° ჩ. გ. 89.233° ა. გ. / 43.550; 89.233
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეული სინძიანი
უმაღლესი წერტილი ბოგდა-ფენგი
სიმაღლე 5445 
სიგრძე 300 კმ
ბოგდო-ულა — ჩინეთი
ბოგდო-ულა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Краткая географическая энциклопедия. Том 1: М., 1960.