ბობოკინი
ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ბობოკინი — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, სოფლების, ჩორჩანასა და მურყნისწყაროს შუაში. აქედან იღებს სათავეს ბობოკინის ღელე, რომელიც მდინარე ჭერათხევს ერთვის მარცხენა მხრიდან.
ბობოკინი დასტურდება ქუცნა ამირეჯიბის სიგელში (1401-1415 წწ.). იგი, როგორც ჩანს, თემურ-ლენგის შემოსევის დროს განადგურდა. ამიტომ ქუცნა ამირეჯიბი, სხვა სოფლების მსგავსად, მასაც „ნაოხარ სოფელს“ უწოდებს და მათთან ერთად სწირავს მის მიერვე განახლებულ ულუმბის მონასტერს.
სხვა წყაროებსა და დოკუმენტებში ბობოკინი აღარ გვხვდება. მას არ იცნობენ ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები.
ბობოკინის ტერიტორიაზე შეიმჩნევა საამშენებლო კირქვისა და ღორღის ნაშთები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 11, 18 მარტი, 2019, გვ., 3