ბლექ სი არენა
„ბლექ სი არენა“ (ინგლ. Black Sea Arena) — ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი საქართველოში. გაიხსნა 2016 წლის 31 ივლისს. იტევს 10 000-მდე მაყურებელს. მდებარეობს კურორტ შეკვეთილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, 7 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებულია „მუსიკოსთა პარკი“.
Black Sea Arena | |
---|---|
ბლექ სი არენა | |
| |
ზოგადი ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | შეკვეთილი |
მდებარეობა | შეკვეთილი |
კოორდინატები | 41°56′28″ ჩ. გ. 41°46′20″ ა. გ. / 41.94111° ჩ. გ. 41.77222° ა. გ. |
აშენების ღირებულება | 115 მლნ. აშშ დოლარი |
მფლობელი | საქართველოს მთავრობა |
დაიწყო | 2008 |
დასრულდა | 2016 |
გაიხსნა | 31 ივლისი, 2016 |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
ტევადობა | ≈ 10 000 ადამიანი |
არქ. ფირმა | DREI ARCHITEKTEN |
საიტი | |
https://bsa.ge/ge |
დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა დაახლოებით 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2016 წლის 10 ივლისს არენა ფონდმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. „ბლექ სი არენა“ აღჭურვილია სპეციალური აპარატურითა და განათების სისტემებით, რომელიც გრანდიოზული შოუების ჩატარების საშუალებას იძლევა. დარბაზს აქვს მოძრავი სახურავი, რომელიც ამინდზეა მორგებული. საკონცერტო სივრცე სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. Black Sea Arena ოფიციალურად 2016 წლის 31 ივლისს, მომღერალ კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. დარბაზში სხვადასხვა დროს გაიმართა ელტონ ჯონის, ენიო მორიკონეს, Jessie J-ის, ნინო ქათამაძის, ქეთი მელუას და სხვა კონცერტები. 2020 წელს ბლექ სი არენა დაჯილდოვდა გერმანული პრემია German Design Award-ით შესანიშნავი არქიტექტურისთვის.[1]
2024 წლამდე ირიცხებოდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ბალანსზე, სანამ მისი მმართველობა საქართველოს მთავრობას არ გადაეცა.[2]
გალერეა
რედაქტირება-
ბლექ სი არენას სცენა
-
კრისტინა აგილერა ბლექ სი არენას სცენაზე
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ german design award winner 2020. german design award. ციტირების თარიღი: 2021-02-09.
- ↑ „მთავრობამ კულტურის სამინისტროს Black Sea Arena-ს და ფილარმონიის მართვის უფლება ჩამოართვა“. tabula.ge. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)