ბლეფარიტი
ბლეფარიტი — ქუთუთოს კიდეების ანთება.
ეტიოლოგია
რედაქტირებაბლეფარიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
- ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია;
- ალერგია;
- ანემია;
- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები;
- ცხვირ-ხახის დაავადებები;
- კბილების დაავადებები;
- ვიტამინების ნაკლებობა;
- თვალების მუდმივი გაღიზიანება მტვრით, ქარით, კვამლით.
სიმპტომები
რედაქტირებაბლეფარიტისთვის დამახასიათებელია:
- ქუთუთოების კიდეების შეწითლება;
- ქავილი;
- თვალების სწრაფი დაღლა;
- ქუთუთოების კიდეებზე ქერცლი და ქერქები;
- წამწამების ახლოს ჩირქოვანი ქერქებისა და პატარა წყლულების წარმოქმნა;
- წამწამების ცვენა, მათი კონებად შეწებება;
- ქუთუთოების შესქელება და ამობრუნება.
დაავადების ფორმები
რედაქტირებაგამომწვევი მიზეზებისა და გამოვლენილი სიმპტომების მიხედვით გამოყოფენ ბლეფარიტის ოთხ ძირითად ფორმას:
- მარტივი ბლეფარიტი - ახასიათებს ქუთუთოების კიდეების სისხლსავსეობა, შეწითლება და გასქელება; ისინი დაფარულია მშრალი ეპითელური უჯრედებითა და ეპიდერმისით, რომლებიც წამწამების ძირებთან მჭიდროდ ეკვრის კანს.
- წყლულოვანი ბლეფარიტი - ახასიათებს წამწამების ჩირქოვანი ანთება და კიდეებზე წყლულების გაჩენა.
- მეიბომური ბლეფარიტი - გამოწვეულია ქუთუთოების ხრტილის ჯირკვალთა გაძლიერებული სეკრეციით და მისი გამოყოფის შეფერხებით.
- როზაცეა - ქუთუთოებზე ჩნდება წვრილი, მონაცრისფრო-მოწითალო კვანძები, რომლებზეც ჩირქოვანშიგთავსიანი ფისტულებია განლაგებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- Jack J. Kanski; Précis d'ophtalmologie clinique-Elsevier Masson, 2005
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988