რიჩი ბლეკმორი
რიჩი ბლეკმორი, რიჩარდ ჰიუ ბლეკმორი (ინგლ. Ritchie Blackmore) — ინგლისელი როკ გიტარისტი, ცნობილი Deep Purple-ში და მოგვიანებით, საკუთარ ჯგუფ Rainbow-ში მოღვაწეობით. ის ერთ-ერთი პირველ გიტარისტთაგანია რომელმაც ერთმანეთში შერწყა კლასიკური მუსიკის ელემენტები და როკი. მოგვიანებით 1990-იან წლებში მან მიატოვა მძიმე როკი, რათა კონცენტრირება მოეხდინა ტრადიციულ ფოლკ როკის პროექტ Blackmore's Night-ზე, სადაც თავისი ცოლი კენდის ნაიტი ჰყავდა ვოკალისტად.
რიჩი ბლეკმორი | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | რიჩარდ ჰიუ ბლეკმორი |
დაბ. თარიღი |
14 აპრილი, 1945 უესტონ-სიუპერ-მერი, ინგლისი |
დაბ. ადგილი | Weston-super-Mare[1] |
ჟანრ(ებ)ი | მძიმე როკი, მძიმე მეტალი, პროგრესული როკი, ბლუზ როკი, ფოლკ როკი, ნეო-შუასაუკუნოვანი მუსიკა |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ბას გიტარა, მანდოლინა, მანდოლა, ბუზუკი, ბორბლიანი ვიოლინო, ჩელო, დასარტყმელი საკრავები, პერკუსია |
აქტიური | 1961–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Tetragrammaton, Warner Bros., Polydor, BMG, SPV, Spinefarm |
ასოციაციები | The Outlaws, Deep Purple, რეინბოუ, Blackmore's Night |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
რიჩი ბლეკმორის სტრატოკასტერი Gibson ES-335 | |
საიტი | blackmoresnight.com |
რიჩი ბლეკმორი ვიკისაწყობში |
ახალგაზრდობა რედაქტირება
ბლეკმორი დაიბადა ინგლისში, უესტონ სუპერ მაიერში (ინგლ. Weston-super-Mare), მაგრამ ორი წლის ასაკში გადავიდა ჰესტონში (ინგლ. Heston). 11 წლის იყო, როდესაც მამამ უყიდა გიტარა იმ პირობით, რომ დაკვრას კარგად ისწავლიდა. გიტარა ღირდა შვიდი გუინეასი, რაც დიდ თანხას წარმოადგენდა იმ დროისთვის. დაკვრას ბლეკმორი ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა.
სკოლაში სწავლისას მას კარგად გამოსდიოდა სპორტი. ბლეკმორმა 15 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და მუშაობა დაიწყო რადიოების შემკეთებლად ჰითროუს აეროპორტთან. მას გიტარაზე დაკვრას ასწავლიდა ბიგ ჯიმ სულივანი. ასევე მასზე გავლენა იქონიეს ადრეულ როკერებმა, როგორებიც იყვნენ ჰანკ მარვინი, დუანე ედი, ბუდი ჰოლი და ინგლისელი გიტარისტი ტომი სტილი.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- Blackmore's Night-ის ოფიციალური საიტი
- რიჩი ბლეკმორი საიტზე Allmusic
- რიჩი ბლეკმორი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #124973817 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.