ბლაგოვეშჩენსკი (ბაშკირეთი)

ბლაგოვეშჩენსკი (ბაშკ. Благовещен) — ქალაქი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ქალაქ უფიდან 42 კმ-ში ჩრდილოეთით, მდებარეობს მდინარე ბელაიის მარჯვენა ნაპირზე. ბლაგოვეშჩენსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი
ბლაგოვეშჩენსკი
Благовещен
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ბაშკირეთი
მუნიციპალიტეტი ბლაგოვეშჩენსკის რაიონი
კოორდინატები 55°02′00″ ჩ. გ. 55°59′00″ ა. გ. / 55.03333° ჩ. გ. 55.98333° ა. გ. / 55.03333; 55.98333
დაარსდა 1756
პირველი ხსენება 1756
ამჟამინდელი სტატუსი 1941
ფართობი 65 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 120
ოფიციალური ენა ბაშკირული და რუსული ენა
მოსახლეობა 35 037 კაცი (2016)
ეროვნული შემადგენლობა რუსები, თათრები, ბაშკირები, მარიელები
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი +7 34766
საფოსტო ინდექსი 453430
ოფიციალური საიტი adm-blagrb.ru
ბლაგოვეშჩენსკი (ბაშკირეთი) — რუსეთი
ბლაგოვეშჩენსკი (ბაშკირეთი)
ბლაგოვეშჩენსკი (ბაშკირეთი) — ბაშკირეთი
ბლაგოვეშჩენსკი (ბაშკირეთი)

სახელწოდება

რედაქტირება

ქალაქის სახელწოდების წარმოშობაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ დასახლებას სახელი ეწოდა ქალაქში მდებარე ხარების (რუს. Благовещение) ეკლესიის გამო. თუმცა როგორც ადგილობრივი ისტორიკოსის ვ. მეშჩერიაკოვის კვლევებმა ცხადყო ქალაქს აღნიშნული სახელი ეწოდებოდა ეკლესიის აშენებამდეც.

ქალაქის ისტორია იწყებბა სპილენძსადნობი ქარხნით, რომელიც ააგეს 1756 წელს მდინარე პოტეხეზე. 175 წლის მანძილზე დასახლებას ეწოდებოდა ბლაგოვეშჩენსკის ქარხანა. 1941 წელს დასახლებამ მიიღო რაიონული დაქვემდებარების ქალაქის სტატუსი და ეწოდა ბლაგოვეშჩენსკი. 1989 წლიდან რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქია. 2005 წლიდან ბლაგოვეშჩენსკის მუნიციპალური რაიონის შემადგენლობაშია.

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს მდინარე ბელაიის (კამის შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ქალაქ უფის ცენტრიდან 42 კილომეტრში. ბლაგოვეშჩენსკის საქალაქო ოლქის საზღვრიდან უფის საქალაქო ოლქის საზღვრამდე 10 კილომეტრზე ნაკლები დაშორებაა.

მოსახლეობა

რედაქტირება

2010 სრულიად რუსეთის აღწერის მიხედვით მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია: რუსები — 62,8 %, თათრები — 15,5 %, ბაშკირები — 14 %, მარიელები — 4,8 %, სხვა — 2,9 %[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება