ბლაგოვეშჩენსკის რაიონი

ბლაგოვეშჩენსკის რაიონი (ბაშკ. Благовещен районы; რუს. Благовещенский район) — მუნიციპალური რაიონი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბლაგოვეშჩენსკი.

ბლაგოვეშჩენსკის რაიონი
Благовещенский район
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი ბლაგოვეშჩენსკი
კოორდინატები 55°02′00″ ჩ. გ. 55°59′00″ ა. გ. / 55.03333° ჩ. გ. 55.98333° ა. გ. / 55.03333; 55.98333
დაარსდა 20 აგვისტო, 1930
ფართობი 2323,90 კმ²
სალაპარაკო ენები ბაშკირული, რუსული
მოსახლეობა 49 604 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 21,35 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები, ბაშკირები, თათრები, მარიელები
სასაათო სარტყელი UTCUTC+5
ოფიციალური საიტი https://blagoveshensk.bashkortostan.ru/
ბლაგოვეშჩენსკის რაიონი — რუსეთი
ბლაგოვეშჩენსკის რაიონი

გეოგრაფია რედაქტირება

ბლაგოვეშჩენსკის რაიონი მდებარეობს ბაშკირეთის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. რაიონის ფართობია 2323,90 კმ².

ისტორია რედაქტირება

ბლაგოვეშჩენსკის რაიონი დაარსდა 1930 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანტონებად დაყოფის გაუქმება და როდესაც შეიქმნა 48 რაიონი.

მოსახლეობა რედაქტირება

2010 წლის რუსეთის საყოველთაო აღწერების მიხედვით აქ ცხოვრობენ: რუსები — 61 %, ბაშკირები — 15,6 %, თათრები — 13,9 %, მარიელები — 6,7 %, სხვა ეროვნების პირები — 2,8 %[1].

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ბლაგოვეშჩენსკის რაიონში არის 100 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ერთიანდებიან 15 სასოფლო დასახლებაში[2].

სქოლიო რედაქტირება