ბიჭი და მისი ძაღლი (1975 წლის ფილმი)

ბიჭი და მისი ძაღლი“ (ინგლ. A Boy and His Dog) — 1975 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ მსახიობები: დონ ჯონსონი, სუზან ბენტონი, ელვი მური და ჯეისონ რობარდსი. ფილმს აშშ-ში დისტრიბუცია გაუწია LQ/JAF Productions-მა, ხოლო დიდ ბრიტანეთშიAnglo-EMI Film Distributors-მა. ფილმი დაფუძნებულია ჰარლან ელისონის ამავე სახელწოდების რომანზე.

„ბიჭი და მისი ძაღლი“
ჟანრი ფენტეზი
დრამა
კომედია
თრილერი
რეჟისორი ლ .ქ. ჯოუნსი
პროდიუსერი ლ .ქ. ჯოუნსი
ელვი მური
სცენარის ავტორი ლ .ქ. ჯოუნსი
ელვი მური
უეინ კროუზტერნერი
ეფუძნება ჰარლან ელისონის „ბიჭი და მისი ძაღლი“
როლებში
მუსიკა
ოპერატორი ჯონ ართურ მორილი
სტუდია LQ/JAF Productions
დისტრიბუტორი LQ/JAF Productions
გამოსვლის თარიღი 14 ნოემბერი, 1975
ხანგრძლივობა 91 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური

სიუჟეტი მიმდინარეობს ბირთვული ომის შემდგომ, 2024 წელს. ფილმის მთავარი გმირები არიან 18 წლის ვიკი და მისი ძაღლი ბლადი, რომლებიც მოგზაურობენ პოსტაპოკალიპტურ აშშ-ის უდაბნოში, სამხრეთ დასავლეთ ტერიტორიაზე, სადაც დათარეშობენ მარადიორები, ჭკუიდან შეშლილი რობოტები და მუტანტები.

ფილმმა მიიღო მაღალი შეფასებები კრიტიკოსებისგან. მიმოხილვების აგრეგატორ საიტ Rotten Tomatoes-ზე ფლობს 75 %-ს 32 მიმოხილვაზე დაყრდნობით.[1] 1976 წელს გადაეცა ჰიუგოს პრემია საუკეთესო დადგმისთვის, ხოლო მსახიობმა დონ ჯონსონმა Golden Scroll-ის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში. მიუხედავად იმისა, რომ კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, ის იქცა საკულტო ფილმად და დიდი გავლენა მოახდინა პოსტაპოკალიპტურ როლურ ვიდეო თამაშ „Fallout 3-ის შექმნაზე.[2] 2013 წლის 6 აგვისტოს გამოვიდა ფილმის Blu-ray ვერსია.[3]

როლებში რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. A Boy and His Dog (1975). Rotten Tomatoes. Flixster. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2016.
  2. Fiegel, Michael. (21 ივლისი, 2009) Junktown Dog. The Escapist. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-15. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2011.
  3. Blu-ray Review: A Boy and his Dog | High-Def Digest. Bluray.highdefdigest.com. ციტირების თარიღი: 2014-01-19.