ბიძინა კაპანაძე
ქართველი ექიმი, მეცნიერი, ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
ბიძინა კაპანაძე (2 ივლისი, 1928, ზესტაფონი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
ბიძინა კაპანაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 2 ივლისი, 1928[1] (96 წლის) |
დაბ. ადგილი | ზესტაფონი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ექიმი, მეცნიერი და ქირურგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1951–1953 წლებში იყო ზესტაფონის გაერთიანებული საავადმყოფო–პოლიკლინიკის ქირურგიული განყოფილების ორდინატორი. 1953–1956 წლებში ამავე კათედრის ასისტენტი. 1960–1980 წლებში გადაუდებელი ქირურგიის კათედრის ასისტენტი. 1980 წლიდან ამ კათედრის დოცენტი. ავტორია 20 სამეცნიერო სტატიის და ორი მონოგრაფიის.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „დამწოლი პერიკარდიტების ქირურგიული მკურნალობის შედეგები“, დაიცვა 1972 წელს.
ჯილდოები
რედაქტირება- 1974 — ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული
- ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი
- გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი
- შრომის ვეტერანის მედალი
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 139