ბიძინა გუჯაბიძე (ალპინისტი)

ბიძინა სერგოს ძე გუჯაბიძე (დ. 20 იანვარი, 1960, სოფ. ჩოჩხათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ალპინისტი, მეკლდეური.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (1982). შესრულებული აქვს ასვლები უშბაზე (8 ასვლა, ერთი ჩქაროსნული — 9 სთ-ში), მყინვარწვერზე (60-მდე ასვლა, ერთი ჩქაროსნული სარეკორდო დროში — 12 სთ 20 წთ ), კორჟენევსკაიას პიკზე (ორი ასვლა), კომუნიზმის (1998 წლიდან ისმაილ სამანის) პიკზე (ორი ასვლა), ლენინის (2006 წლიდან იბნ სინას) პიკზე (ორი ასვლა), ხან-თენგრიზე (11 ასვლა, 1993–2004), მთავარ ლჰოცზეზე, დჰაულაგირზე (1996), ევერესტზე (ორი ასვლა, 1999, 2004). 7-ათასიანი მწვერვალები დალაშქრა 26-ჯერ, 8-ათასიანი — 6 ჯერ. ორგზის „თოვლის ჯიქი“, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი, დაჯილდოებულია ნეპალის სამთავრობო სიგელით.

ლიტერატურა

რედაქტირება