ბიძინა გუჯაბიძე
ბიძინა გუჯაბიძე (დ. 24 თებერვალი, 1956, სოფელი ბაღლები, ჯურუყვეთის თემი, ლანჩხუთის რაიონი, — გ. 12 ნოემბერი, 2020[1]) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი 2004 და 2012 წლებში.
ბიძინა გუჯაბიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 თებერვალი, 1956 |
დაბადების ადგილი | ბაღლები, ჯურუყვეთის თემი, ლანჩხუთის რაიონი |
გარდაცვალების თარიღი | 12 ნოემბერი, 2020 (64 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | საქართველოს კონსერვატიული პარტია |
საქმიანობა | პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1983-1986 წლებში იყო აგროსამრეწველო გაერთიანების იურისკონსულტი და მთავარი სპეციალისტი. 1986-1988 წლებში იყო ლანჩხუთის სახალხო კონტროლის რაიონული განყოფილების ინსპექტორი. 1988-1990 წლებში ლანჩხუთის რაიკომის ინტრუქტორი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლანჩხუთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „სააკაშვილი — ნაციონალური მოძრაობა“. იმავე ოლქში იყრიდა კენჭს 2008 წლის არჩევნებშიც, თუმცა დამარცხდა. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიძინა გუჯაბიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბიძინა გუჯაბიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ პარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ (2020-11-12). ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2020.