ფისტიკა

ქართველი პოეტი
(გადამისამართდა გვერდიდან ბისტიკა)

ფისტიკა , ბისტიკაXI—XII საუკუნეების ქართველი პოეტი. ფისტიკა შეურქმევიათ, რადგან ვარაუდობენ, რომ აშუღი იყო. აკაკი შანიძის აზრით, „ბისტიკა“ სომხური „პსტიკ“ (პატარა)–იდან მიღებული სიტყვაა. საფიქრებელია, რომ ფისტიკა ათვალწუნებულ მელექსედ ითვლებოდა, რომელიც სტვირსა და ჭიანურზე დასამღერ შაირებს თხზავდა. თეიმურაზ II (1700—1762) აგდებულად იხსენიებს მას და „ბისტიკა ცრუს“ უწოდებს. ფისტიკას პოეტური მემკვიდრეობა უკვალოდ არის დაკარგული. ტრადიციული ცნობებით, იგი ითვლება ახალი სალექსო საზომის — ფისტიკაურის დამამკვიდრებლად.

ფისტიკა
საქმიანობა პოეტი

ლიტერატურა

რედაქტირება