ფისტიკაური, ბისტიკაურიქართული ლექსთწყობის ერთ-ერთი უძველესი სახე, რომლის დამკვიდრება მიეწერა პოეტ ფისტიკას. ფისტიკაური ოცმარცვლიანი ოთხეპიანი სტროფია, რომელსაც მხოლოდ გარეგანი რითმა აქვს. ფისტიკაურის უძველესი ნიმუშები შეინიშნება ფისტიკამდეც, VII საუკუნეში თარგმნილს „პროკოფის მარტვილობაში“, აგრეთვე ეფრემ მცირის (XI საუკუნე) მიერ გადმოქართულებულ თხზულებაში „ელინთა ზღაპრობანი“. ფისტიკაურის ფორმითაა დაწერილი ჩახრუხაძის „თამარიანის“ VIII თავი, ვეფხისტყაოსნის 771-ე სტროფი. XVII—XVIII საუკუნეებში ამ საზომით შეთხზულ ლექსებს ვხვდებით საერო მწერლობის ბევრ ძეგლში, მათ შორის „ქილილა და დამანაში“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დარჩია ბ., ფისტიკაური სტროფი ვეფხისტყაოსანში, წგნ.: შოთა რუსთაველი. საიუბილეო კრებული, თბ., 1966;
  • მიქაძე გ., ნარკვევები ქართული პოეტიკის ისტორიიდან, თბ., 1974;
  • შანიძე ა., ფისტიკაურის ისტორიისათვის, «ლიტერატურული ძიებანი», 1944, ტ. 2;